"კალაძემ დასაქმების მინისტრის ძმა დაასაქმა მერიაში" - ენმ სერგეენკოსა და კალაძეს ნეპოტიზმში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 20:19, 27 Sep, 2018     3390
“ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, მმართველი გუნდი მაღალანაზღაურებად პოზიციზე საკუთარ ნათესავებს კონკურსის გავლის გარეშე ნიშნავს. ოპოზიციის წარმომადგენელს მაგალითად დავით სერგეენკოს ძმის შემთხვევა მოჰყავს და ჯანდაცვის მინისტრს ნეპოტიზმში ადანაშაულებს.


ლევან ხაბეიშვილი თბილისის მთავრობისგან მოითხოვს სერვისების განვითარების სააგენტოდან რამდენიმე თვის წინ უკონკურსოდ დანიშნული ჯანდაცვის მინისტრის ძმა გაათავისუფლონ.

„საქმე გვაქვს ნეპოტიზმთან, ანუ კახი კალაძემ მოწყალება გაიღო და ჯანდაცვის და დასაქმების მინისტრის დავით სერგეენკოს ძმა დაასაქმა მერიაში. დაასაქმა სამსახურში, რომელიც დაკავებულია დანა-ჩანგლის ხმარების სწავლებით. ყოველთვიურად სერგეენკოს ძმა, დეპუტატზე მეტს, 3 ათას ლარზე მეტს ღებულობს. ის რამდენიმე თვეა მერიაში მუშაობს და მისმა ანაზღაურებამ 15 ათას ლარს გადააჭარბა. მოხდეს სასწრაფოდ ამ ადამიანთან ხელშეკრულების გაწყვეტა, მითუმეტეს რომ დანიშნეს ყოველგვარი კონკურის და შეფასების გარეშე.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღეს ლევან ხაბეიშვილის საპასუხოდ ქალაქის მერმა განაცხადა, რომ დავით სერგეენკოს ძმის დანიშვნის შესახებ არაფერი იცის.

„ვინ არის დანიშნული? არ ვიცი, ვერ გეტყვით, მიმართეთ სერვისების სააგენტოს და ის გაგცემთ პასუხს. 22 ათასი თანამშრომელი მუშაობს მერიაში და როგორ ფიქრობთ მათ დანიშვნაში პირადად მერია ჩართული? რა მნიშვნელობა აქვს ვინც არ უნდა იყოს კითხეთ ხელმძღვანელს და გაგცემთ პასუხს“- განაცხადა კახა კალაძემ.

სერვისების განვითარების სააგენტოში ნიკოლოზ სერგეენკოს დასაქმების შესახებ , ვრცელი განმარტება საკრებულოს ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გააკეთეს.

„თემა ეხება ვებდიზანის სპეციალისტის დროებით, გარკვეული ვადით აყვანას, ვაკანსია ჯობ,ჯი-ზე 2018 წლის თებერვლის თვეში გამოცხადდა. შეირჩა პირველ ეტაპზე 10 განაცხადი. ეტაპების გავლის და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ შეირჩა ეს პიროვნება, რომელსაც აქვს 14 წლიანი გამოცდილება ამ სექტორში. მცდელობა რომ ეს ნეპოტიზმში გაიყვანონ ადასტურებს იმას რომ აგონიაში არიან.“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 10 ივნისის მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა.

სააგენტოს მიზნებია , თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვითა და გამოყენებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების: ერთიანი ელექტრონული სერვისების განვითარება და ხელმისაწვდომობა , ერთიანი გეოსივრცით მონაცემთა ელექტრონული სისტემების დანერგვა და განვითარება, ელექტრონული საქმისწარმოების გამარტივების პროცესის ხელშეწყობა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42