ჯანდაცვის სამინისტროდან პირადი მიმოწერების გავრცელების სკანდალი - ოპოზიცია მომხდარს "კრემლის პოლიტიკას" უწოდებს
პოლიტიკა - 18:13, 27 Sep, 2018     1494
რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის და ამერიკის საელჩოს მიმოწერის მოსკოვში მოხვედრას თბილისში. ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

„ეს მასალა, რაც გამოქვეყნდა, არის სტანდარტული კრემლის პოლიტიკა, რომელსაც ის იყენებს, რომ სრულიად ცრუ ინფორმაცია გაავრცელოს დასავლურ სხვადასხვა ორგანიზაციაზე და პანიკა დათესოს სხვადასხვა ქვეყანაში დასავლეთის წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ ამისთვის გამოყენებული იქნა შიდა მიმოწერა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებიდან. ეს აჩვენებს, რომ უშიშროების და უსაფრთხოების ზომები, როგორც ჩანს, რაც შეეხება კომუნიკაციას, დაცული ვერ არის შესაბამის სამინისტროში. აუცილებლად უნდა დადგინდეს, საიდან მოხვდა ბულგარელი ჟურნალისტის ხელში ეს მასალები, რომელიც მან შემდგომ გამოიყენა რუსული პროპაგანდის გასავრცელებლად,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ კითხვები აქვთ „ევროპულ საქართველოშიც“.

„ასეთი ნიაღვარი სრულიად აბსურდული და გიჟური სიცრუისა არის რუსული პროპაგანდის ერთი კომპონენტი, ისეთი ნიაღვარი მოაქვთ, რომ დაუჯერებელი ამბავიც კი ძალიან გააზრებული კომპონენტია ამ კამპანიის, რომ ისეთი საზოგადოებრივი კლიმატი იყოს, რომ ტყუილ-მართალი, სისულელე, სრული სიგიჟეც ამ ნარატივის ნაწილი იყოს. რაც შეეხება ჩვენს მთავრობას, მთავრობა, პირველ რიგში, რას არ უნდა შვრებოდეს, ამ ტიპის გამოცემებს, ვინც ასეთ რაღაცებს ავრცელებს, ვინც ამ ტონალობაში ზის და ასეთები ჩვენ ქვეყნის შიგნით გვყავს და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვინც ამასთან არის აფილირებული, არ უნდა ეთანამშრომლებოდეს, უნდა მკაფიო სახელს არქმევდეს და რაც მთავარია, ჩვენი, გადასახადების გადამხდელის ფულს არ უნდა აძლევდეს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

სკანდალურ ინფორმაციაზე კომენტარი გაკეთდა „ქართულ ოცნებაში“

„თითქოს, სერვერების დაცვაში მოიკოჭლებს სამსახურები, მაგრამ ეს არ არის სიმართლე, რადგან სერვერების ამ დონეზე დაცვა თვითონ უმაღლესი დონის საიდუმლო ინფორმაციის მქონე განვითარებულ, უკიდურესად დაცულ ორგანიზაციებს საკმაოდ უჭირთ, მით უმეტეს თუ ეს მიმოწერა არ შეიცვას რაიმე საიდუმლო ინფორმაციას,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42