სკანდალი: ლუგარის ლაბორატორიის შესახებ სერგეენკოსა და აშშ-ს საელჩოს მიმოწერა რუსეთში აღმოჩნდა
პოლიტიკა - 18:01, 27 Sep, 2018     3575
ხელისუფლება კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა - ჯანდაცვის მინისტრისა და ამერიკის საელჩოს მიმოწერა, რომელიც თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობას შეეხებოდა, მოსკოვში აღმოჩნდა - ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

"კურიერის" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპანტმა ქვეყანამ მინისტრ სერგეენკოს წერილები პროპაგანდისტულ იარაღად აქცია.

"საგანგაშოც და სიახლეც არის ის, რომ ამ შემთხვევაში ეს კონსპირაციები ეყრდნობა იმ დოკუმენტებს და წერილებს, რომლებიც გაიჟონა ჯანდაცვის სამინისტროდან და ეს არ არის მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტაცია ეს არის პირადი მიმოწერა ელექტრონული მიმოწერა მინისტრსა და სხვა პირებს შორის,“ - ამბობს "მედიის განვითარების ფონდის" მკვლევარი სოფო გელავა.

როგორც გელავა აცხადებს, სამინისტროდან პირადი მიმოწერის გარდა, ასევე გაჟონა აშშ-დან გამოგზავნილმა დახურულმა წერილებმა.

„თვითონ ეს წერილები და დოკუმენტები, რასაც ჟურნალისტი იყენებს მასალაში ცალკე აღებული კონსპირაციას ვერ ამტკიცებს და არ არის დაკავშირებული იმ მითებთან, რასაც ის ლუგარის ლაბორატორიაზე ავრცელებს, თუმცა პრობლემა არის ის, რომ ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტაცია თუ მართლა ჟონავს ჯანდაცვის სამინისტროდან ეს არის გამოსაძიებელია და სამინისტრომ ამის წინააღმდეგ უნდა მიიღოს ზომები,“ - განაცხადა "მედიის განვითარების ფონდის" მკვლევარმა სოფო გელავამ.

ჯანდაცვის სამინისტროში დოკუმენტაციის გაჟონვის საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42