გირჩი საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბ ჯაფარიძის შედეგებთან დაკავშირებით მოქალაქეებს ფსონის დადებას სთავაზობს
პოლიტიკა - 16:36, 27 Sep, 2018     2357
Edison Research-ის დღეს გამოქვეყნებულ კვლევას „გირჩი“ ეხმაურება და მოქალაქეებს ფსონის დადებას სთავაზობს:


რუსთავი 2-ის კვლევით „გირჩს“ და ჯაფარას აქვს რეიტინგი 2%!

საქართველოში სულ არის მითქმა-მოთქმა კვლევების სანდოობასთან დაკავშირებით, რადგან პარტიების მიერ შეკვეთილი კვლევების შედეგები არასოდეს ემთხვევა რეალურ შედეგებს. გირჩს აქამდე არ გვქონია საშუალება ზუსტად გაგვეზომა ჩვენი რეიტინგი და გულწრფელად გვეთქვა სიმართლე საზოგადოებისთვის. ვფიქრობთ, ეს არჩევნები ყველა კვლევაზე უკეთ დაგვანახებს სურათს და ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მასში გირჩის ყველა მხარდამჭერის მონაწილეობას.

თუმცა ყველა იმ ადამიანის ან ორგანიზაციისთვის, მათ შორის, პირველ რიგში, კვლევის ავტორების და შემკვეთებისთვის, რომელთაც საკუთარი თვალით აქვთ ნანახი რეალობა, სჯერათ ამ კვლევის შედეგების უტყუარობის და წარმოაჩენენ მათ, როგორც ჭეშმარიტებასთან მიახლოებულს, გვაქვს ასეთი შეთავაზება:

მოდით, მოვაწყოთ მარტივი ტოტალიზატორი და დავდოთ ფსონი:

ჰანდიკაპს გაძლევთ,

თუ ჯაფარა იღებს 5%-ზე ნაკლებს, იგებთ თქვენ, რაც ნიშნავს, რომ დამატებით მიიღებთ დადებული თანხის 100%-ს.

ანუ გირჩის წაგებაზე კუში არის 2.0. თუ ჯაფარა 5%-ს ან კვლევაში ნაჩვენებზე მინიმუმ ორნახევარჯერ მეტს იღებს, დადებული თანხა ჩვენია.

თუ კვლევის გჯერათ, დადეთ!

თანხის დადება შეგიძლიათ ჩვენს ანგარიშზე: GE60TB7791136080100005 და დანიშნულებაში მიუთითეთ „ფსონი“.

მინიმალური ფსონი არის 1000 ლარი.

პატივისცემით, გირჩი“- ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42