თუ ოქუაშვილმა და ჩუბინიშვილმა ჩაიდინეს დანაშაული პროკურატურამ უნდა დააკისროს სანქციები - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 15:23, 27 Sep, 2018     739

„ჩვენ გვაქვს ყველა კითხვაზე პასუხი, ლონდონში კი არა, ბანგლადეშში ჩავალთ, თუ საჭიროა და გავცემთ ყველაფერს პასუხს“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვთ იმ ადამიანებს, რომელთა ჩანაწერებიც გავრცელდა.

„„ქართულ ოცნებაზე“ ლაპარაკობს ვიღაცა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“. მასე შეგვიძლია ჩვენ ყველამ ერთად ჩავწეროთ ფარული ჩანაწერები და ვისაუბროთ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა რაღაცის გაკეთება. ეს არის მარტივი რაღაც. მუდმივად ვრცელდება ორი ადამიანის ჩანაწერები, რომელთაგან არცერთს არ აქვს კავშირი „ქართულ ოცნებასთან“. ასეთი ჩანაწერის გაკეთება შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს. აქ არაფერი აჟიოტაჟის ასატეხი არ არის, გასაგებია, რომ არის საარჩევნო სიტუაცია. ამ არჩევნების დროს სურთ ჩვენს ოპონენტებს, რა თქმა უნდა, ხელოვნურად აჟიოტაჟის შექმნა, ამიტომ, ორი გაუგებარი ადამიანის ჩანაწერი ვრცელდება მუდმივად, სადაც ისინი საუბრობენ „ქართულ ოცნებაზე“, პარტიაზე, ბიძინა ივანიშვილზე და ა.შ. ეს, ბუნებრივია, ვერ გახდება ვერანაირად აჟიოტაჟის საფუძველი. რა თქმა უნდა, ხელოვნური მცდელობები იქნება ამ არჩევნების გამო, თუმცა როცა ორი გაუგებარი ადამიანი საუბრობს რაღაც გაუგებარ თემაზე, ეს ვერ იქნება, ჩვენთვის, ბუნებრივია, აჟიოტაჟის საფუძველი”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ითხოვს, რომ თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მაგალითად, ქრთამი გადაიხადა, შესაბამისი სანქცია შეეფარდოს.

„ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ თუ ოქუაშვილი და ჩუბინიშვილი ერთად საუბრობენ დანაშაულზე, მათ შორის, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მათ უნდა შეეფარდოთ შესაბამისი სანქცია. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ისინი ამ ჩანაწერებით ახდენენ პარტიის დისკრედიტაციას.

თუ მათ ჩაიდინეს დანაშაული, მაგალითად, ქრთამს იხდიდნენ, ქრთამს იღებდნენ, ამ შემთხვევაში ეს არის დანაშაული და საჭიროა შესაბამისი სანქციის შეფარდება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა დეპუტატ ნატო ჩხეიძის განცხადებასაც.

„დიახ, ეს არის პროკურატურისთვის გზავნილი. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ, თუ არის დანაშაული ჩადენილი, პროკურატურამ ეს დანაშაული უნდა გამოიძიოს და შეუფარდოს სანქცია. ეს არის გზავნილი პროკურატურისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42