სახალხო დამცველი აპარატის რეორგანიზაციას გეგმავს
პოლიტიკა - 15:21, 27 Sep, 2018     541

საქართველოს სახალხო დამცველმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2019-2021 წლების სტრატეგიული ამოცანები, ორგანიზაციული განვითარების ძირითადი პრიორიტეტები და 2019 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.

„აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის გაფართოებისა და დამოუკიდებლობის დამატებითი გარანტიების შექმნის მიუხედავად, აპარატის საქმიანობის ერთიანი შეფასება და ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიული ხედვის შემუშავება არ მომხდარა, რაც თავის მხრივ ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა ღონისძიების გახსნისას.

სტრატეგიის და ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარების გეგმაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, სინერჯი ჯგუფთან ერთად, 2018 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში მუშაობდა. საწყის ეტაპზე სინერჯი ჯგუფმა სპეციალური მეთოდოლოგიის საფუძველზე, აპარატში დასაქმებულ და დაინტერესებულ პირთა მაქსიმალური ჩართულობით შეაფასა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა და ორგანიზაციული სტრუქტურა. შემდეგ დაამუშავა სტრატეგიული ამოცანები და განსაზღვრა 2019 წლის სამოქმედო გეგმა. სტრატეგიის ეფექტური განხორციელებისთვის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში იგეგმება სტრუქტურის რეორგანიზაცია, რომელიც არსებული სტრუქტურული ერთეულების და ადამიანური რესურსის უფრო ეფექტურ გამოყენებას ისახავს მიზნად.

პროცესი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42