მაჩალიკაშვილისა და რუსთავი 2 ის საქმე - ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარს განიხილავენ
პოლიტიკა - 15:17, 27 Sep, 2018     1147
საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის განხილვის მეორე ეტაპი, როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს - ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე გრძელდება.

„კურიერის“ ინფორმაციით, დოკუმენტში 229 შენიშვნა შედის, საიდანაც 6 „რუსთავი-2“-ის საქმეს უკავშირდება.

ევროპარლამენტარები თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ სახელისუფლებო ზეწოლაზე საუბრობენ და ყურადღებას ამახვილებენ კრიპტოვალუტების გამოყენებით პოლიტიკური კორუფციის მაღალ რისკებზეც.

დღეს კიდევ ერთხელ საერთაშორისო საქმეების კომიტეტის სხდომაზე აღნიშნულ ანგარიშზე იმსჯელეს, სადაც სიტყვით მთავარი მომხსენებელი ანდერს მამიკინსი გამოვიდა. დეპუტატებმა დღეს ისაუბრეს პოზიტიურ მიმართულებებთან ერთად, ქვეყნის მთავარ გამოწვევებზეც ისაუბრეს.

დეპუტატების თქმით, კორუფციასთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც აუცილებელია სასამართლოს სისტემის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

ევროპარლამენტის დეპუტატი პორტუგალიიდან, ანა გომესი პლურალისტური მედიის მნიშვნელობის გარდა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობაზე ამახვილებს ყურადღებას. გომესის თქმით, საქართველოში ვიზიტის დროს მან მოისმინა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალები.

„შეგვიძლია გვყავდეს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, პლურალისტური მედია. "რუსთავი 2" ოპოზიციურ შეხედულებებს აჟღერებს, მაგრამ საქართველოში მის მიმართ ხალხის ნდობა დიდია. ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიზიტისას შევხვდი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ვნახე პოზიტიური ცვლილებები მათ ანალიზში, მაგრამ წამოწიეს რამდენიმე საქმე, უსაფრთხოების სამსახურის დაუსჯელობის შესახებ, ეს სერიოზული თემაას და პრობლემებს ქმნის,“ - განაცხადა ანა გომესმა.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42