„ასეთი კვლევები ჩვენ მუდმივად გვახსოვს არჩევნებიდან, თუმცა, შემდეგ გვახსოვს არჩევნებიც, არჩევნების შედეგებიც, ყოველთვის. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა კვლევა და ამ შიდა კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. ამოცანა არის ჩვენთვის რა, „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე კანდიდატმა ერთად აიღო 27% 2017 წლის არჩევნებში, მანამდე 27% აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2016 წლის არჩევნებში. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ 27%-ს არ გასცდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც აქვს უამრავი დანაშაული ჩადენილი საქართველოს წინაშე და მთავარი დანაშაული უკავშირდება, რა თქმა უნდა, 2008 წლის ომს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სააკაშვილმა, ჩააბარეს რუსეთს ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი. ეს არის მათი უმძიმესი დანაშაულის შედეგი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძე კომპანია „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებსაც გამოეხმაურა.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევა, ჩვენ ჩვენს შიდა კვლევებს არ ვასაჯაროებთ, რაც არის ლოგიკური, იმიტომ, რომ, ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ კვლევა ვერ იქნება ფართო საზოგადოებისთვის დასკვნების გამოტანის საფუძველი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ რომ აქვეყნებს თავის კვლევებს, მათ აქვთ, არ ვიცი, ალბათ რაღაც იაფფასიანი გათვლა, რომ შეიძლება ამან რაიმე გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. ბუნებრივია, ყველამ იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევა, ეს არის, „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
Edison Research-ის კვლევის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. კვლევის თანახმად, ოპოზიციური კანდიდატები ლიდერობენ.
მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია „Edison Research"-მა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.
მასალის გამოყენების პირობები






