„დღეს ჩვენი ამოცანაა ბოლომდე მივიყვანოთ საქმე, გამარჯვება არის ძალიან რეალური, ცვლილებები არის ძალიან რეალური ამიტომ ოპოზიციის ამოცანა არის ვიმუშავოთ კოორდინირებულად, არ მოვახდინოთ ერთმანეთზე თავდასხმები და მთლიანად ვკონცენტრირდეთ ქალბატონ ზურაბიშვილზე, არ მივცეთ საშუალება ქართულ ოცნებას, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გაიყვანოს მეორე ტურში კანდიდატი, რომელიც დღეს არავის არ მოწონს, ამას ადასტურებს ეს კვლევა და სწორედ ეს არის ჩვენო როგორც ოპოზიციის ამოცანა. ვიმუშავოთ კოორდინირებულად, ვიმუშავოთ ერთმანეთზე თავდასხმების გარეშე და ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენს ამომრჩეველთან ერთად მივაღწიოთ გამარჯვებას და მივაღწიოთ რეალურ ცვლილებებს რომელსაც ელოდება ჩვენი საზოგადოება“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ
მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი2“-ის დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია „ედისონ რისერჩმა“ სოციალური კვლევა ჩაატარა.
პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება კი 2%-ია. მთავარი მოგნება კი ასეთია:
შეკითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძე ხმას 22% მისცემდა.
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს - 18%
დამოუკიდებელ , თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ხმას არჩევნებზე გამოკითხულთა 15 პროცენტი.
ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები სავარაუდოდ 28 ოქტომბერს ვერ გაირკვევა და მეორე ტური გაიმართება.
მასშტაბური სოციოლოგიური კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 41% ხმას სალომე ზურაბიშვილს არ მისცემს.
მასალის გამოყენების პირობები






