"პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელიც შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას უკავშირდება, რისკებს შეიცავს და პრობლემურია" - ნაცვლიშვილი
პოლიტიკა - 14:08, 27 Sep, 2018     745

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პრობლემურს უწოდებს საქართველოს პარლამენტის მიერ ,,შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებების, რომლის მიხედვითაც შეკრების და მანიფესტაციის უფლება არ ექნებათ - თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირებსა და იმ უწყებების თანაშრომლებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელი საზოგადოებრივ და სახელმწიფო უსაფხთოებაზე.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ადამიანების უფლებათა საერთაშორისო სამართალი იცნობს გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას მსაგვსი ფუნქციების მქონე პირებზე, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით შეზღუდვები წესდება პირთა ფართო წრეზე და ატარებს იმის რეალურ რისკს, რომ ეს უფლება შეეზღუდოთ არაუშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ და სახლემწიფო უსაფრთხოებაზე არიან პირადად პასუხისმგბელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, არამედ ასევე იმ პირებს, რომლებიც ამ ტიპის უწყებებში არიან დასაქმებული, მაგრამ თავიანთი ფუნქციებით ისინი ახორციელებენ მხოლოდ სამოქალაქო ფუნქციებს და შესაბამისად, მათთვის ამ უფლების შეზღუდვა არის დაუსაბუთებელი და შესაბამისად არ არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მაღარლ სტანდარტთან.

,,ეს პრობლემაა, მაგრამ ეს პრობლემა დაკავშირებულია იმ სისტემურ პრობლემებთან, რომლებიც წლებია არსებობს, რომ მთელ რიგ სახელმწიფო უწყებებში მკაფიოდ არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული ვინ არის პასუხისმგებელი მართლწესრიგზე, უსაფრთხოებაზე და ვინაა მხოლოდ სამოქალაქო ფუნქციის მატარებელი თანაშრომელი, თვითონ ამ უწყებების შიგნით.

სანამ ეს ცვლილებები უწყებების შიგნით არ განხორციელდება და მკაფიოდ არ გაიმიჯნება ეს ორი კატეგორია, თავისთავად ცხადია, უკეთესი მოწესრიგება კანონში იქნება ძალიან რთული.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს სისტემური ცვლილებები შესაბამის უწყებებში განხორციელდეს. ეს გაკეთდეს დროულად და ამ ცვლილებების ფონზე მოხდეს შეკრების და მანიფესტაციის კანონში არსებული რეგულაციების გადახედვა სახელმწიფოს მხრიდან.

კანონს ხელი ეწერება, მაგრამ ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ეს მოცემულობა პრობლემურია და აუცილებელია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა, რომ ჩვენი კანონმდებლობა იყოს სრულ შესაბამისობასი საერთაშორისო სტანდარტებთან.

აღნიშნული ცვლილებები გამომდინარეობს 2017 წელს განხროციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებისგან", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42