ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს მყარი პირველი ადგილი აქვს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მოსახლეობა დარწმუნდა, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ქვეყანა არ ვითარდება, გამოსავალს კი განვითარებაში ხედავს.
"28 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე უპირობოდ გაიმარჯვებს და ეს ედისონ რისერჩის კვლევამაც დაადასტურა. ჩვენ გვაქვს მყარი პირველი ადგილი. დარწმუნებული ვარ რომ გადაუწყვეტავ ამომრჩეველშიც აბსოლუტური უმრავლესობა არის ჩვენი. ეს ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად სწორი სტრატეგიით მივდივართ. მეორე, სალომე ზურაბიშვილს ამ არჩევნებზე გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, რადგან საზოგადოებაში მას აქვს ძალიან ნეგატიური დამოკიდფებულება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, რაც ნიშნავს იმას რომ საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა დაიწყოს განვითარების ახალი ეტაპი და ამ ეტაპისთვის გრიგოლ ვაშაძე არის ის წამყვანი ძალა, ვისაც არჩევნებზე მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს დაუჭერს"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი2“-ის დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია „Edison Research"-მა ჩაატარა.
პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება კი 2%-ია. მთავარი მოგნება კი ასეთია:
შეკითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძე ხმას 22% მისცემდა.
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს - 18%
დამოუკიდებელ , თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ხმას არჩევნებზე გამოკითხულთა 15 პროცენტი.
ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები სავარაუდოდ 28 ოქტომბერს ვერ გაირკვევა და მეორე ტური გაიმართება.
მასშტაბური სოციოლოგიური კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 41% ხმას სალომე ზურაბიშვილს არ მისცემს.
ცნობისთვის, „რუსთავი2“-ის დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია „ედისონ რისერჩმა“ სოციალური კვლევა ჩაატარა.
მასალის გამოყენების პირობები






