ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ სკანდალი - „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე არსებულ ვითარებას ეხმაურება. საუბარია ჩანაწერებზე, რომლის მიხედვითაც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს ბიზნეს წილების დათმობას აიძულებენ.
„ვინ ფიგურირებს მითხარით, ერთი პოლიტიკოსი ვინ ფიგურირებს ან თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენელი. ლევან ყიფიანს რა თანამდებობა აქვს, რას წარმოადგენს მითხარით, რას წარმოადგენს, სად არის დიმიტრი ქუმსიშვილი. რა მნიშვნელობა აქვს? მე და შენ რომ ვისაუბროთ და ვინმეს სახელი, რომ ვახსენოთ ის ადამიანი დამნაშავეა? რა ლოგიკაა? ერთი წუთით რა, არასწორი მიმართულებით მიგყავთ თემა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯგუფს აქვს გადასახდელი 51 მილიონი და ალიბი ვერ იქნება ტელევიზია. არასწორია ეს მიდგომა. კანონი არის ყველასთვის ერთი და თუ რაიმე, ის ვინც არის მონაწილე ამ ჩანაწერების, მათ მიმართ არსებობს კითხვები, მე როგორც ვიცი გამოძიება დაწყებულია და როგორც ერთ მხარეს, მეორე მხარესაც უნდა მოეთხოვოს პასუხი,“-განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






