"ომეგა ჯგუფის" სკანდალი - ბიძინა ივანიშვილის და დიმიტრი ქუმსიშვილის მონაწილეობაზე მორიგი ჩანაწერი ვრცელდება
პოლიტიკა - 12:34, 27 Sep, 2018     3017

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე “კურიერს“ წყარომ მორიგი აუდოჩანაწერი მიაწოდა. ჩანაწერში სიგარეტის ბაზრის მსხვილი მოთამაშეების კონფიდენციალური საუბარია ასახული და სადაც მთავარი ფიგურანტი ამჯერად ბიძინა ივანიშვილია.

თუ მანამდე გავრცელებულ ჩანაწერებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მხოლოდ გაკვრით იყო ნახსენები, ამჯერად თბილისის თამბაქოს დამფუძნებელი, ირაკლი ჩუბინიშვილი, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთანსაუბარში იხსენებს კონკრეტულ ქეისს, რომელიც სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენით დალაგდა და რომლის გამოც, როგორც ჩანს, ყოფილი პრემიერი მისივე თანაგუნდელს, დიმიტრი ქუმსიშვილს დაუპირისპირდა.

გთავაზობთ აუდიოჩანაწერის სრულ გაშიფრულ ვერსიას :

“ირაკლი ჩუბინიშვილი- ბიძინამ მითხრაო რო ამასო შენო რო უყურებთო დიმასო, დიმაო შვილივით მიყვარსო, ჩემი შვილივით არიო და ეგრე ნუ ელაპარაკებიო. ნუ ეხლა ეგ ლაპარაკი ცუდად დამთავრდა მარა ქუმსიშვილს რო ეტყვი ხალხში რო ჩემი შვილი ხარ! ის კაროჩე წავიდა კაბინეტში და დაჯდა და იფიქრა მე ამ კაცის შვილი ვარ, ამათი ყველასი დედა მო... გააგიჟა რა თვითონ იმხელა პანამოჩიები მისცა რო ამან გარეკა რა. ის კინაღამ გააგდო ქუმსიშვილმა, იქ ერთი იქ ერთი წესიერი კაცია

ზაზა ოქუაშვილი - ჭკვიანური რამე თქვა და....

ირაკლი ჩუბინიშვილი- არა იქ ერთი წესიერი კაცია და მაგან ხო რა გააკეთა?! მაგან გამოაწერინა ჩვენ წინააღმდეგ ჯარიმა 26 მილიონი ლარი დააწერინა პროექტი და მოამზადა პირდაპირ რა და იმან პროსტა შიგნით ნახა რა სამინისტროში და დაგვირეკა ჩვენ რა და თქვა კაროჩე რო მიხედეთო ესო რაღაცას აპირებსო და მე ვანოს ვუთხარი და მერე იქ ბიძინამ შეკრიფა ეგენი და ვანომ თქვა უნდა ვთქვაო ამ კაცის სახელიო რა აბა ეხლა საიდან იცის პონტი და მერე ქუმსიშვილს უთხრა შენ ხარ პ... ჭიო დააჯარიმე და ფაქტზე დადე და შენი ნებართვით არ აკეთებდაო?! და იქ გაუდესმაგაში, და იქ უყვირია ის ვინ გითხრა ვინ გითხრა დაა... მერე დაურეკია ამ ბიჭისთვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე და შენ რატო უთხარი იმასო?! ამან თქვა მე რაც უნდა გამეკეთებინა ის გავაკეთეო როცა ინდუსტრიას შეეხე ვისაც ეხებოდა იმას ვუთხარიო აბა როგორო მოუმზადებლად გინდაო კაროჩე თავს დაესხაო და ისე, ეგრე სად არიო?! ეხლა კიდე ღვთის მადლით წავიდა ქუმსიშვილმაკინაღამ კაცი გამოგვიგდო იქიდან.

ზაზა ოქუაშვილი - ეხლა ბოლოს მოხდა ეგ კიდე?

ირაკლი ჩუბინიშვილი - აი ეგ მოხდა თებერვალში, თებერვალში მოხდა, ჩვენ სულ მაგ იმაში ვიყავით, ეხლა ყოველ ჯერზე ხო არ მოგიყვები, სულ გვიტევენ რა ორი თვე არ გავიდოდა რო რაღაცა მორიგიი.

ესეც მიქონდა ბოლოს აი ესეც მიქონდა თან გვიტევდა".

წყარო: Rustavi2.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42