„რუსთავი2“-ის დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია „ედისონ რისერჩმა“ სოციალური კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები სავარაუდოდ 28 ოქტომბერს ვერ გაირკვევა და მეორე ტური გაიმართება.
კითხვაზე, თუ მეორე ტურში გავლენ ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატები - გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე, რომელს დაუჭერდით მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა:
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძე - 37%
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი - დავით ბაქრაძე - 33%
არ ვიცი/ არ ვუპასუხებ - 30%.
მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.
მასალის გამოყენების პირობები






