"ქართულ ოცნებას" პარტიის წევრები ტოვებენ
პოლიტიკა - 12:13, 27 Sep, 2018     14024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის პაატა ნადირაძისა და მერიის სხვა თანამდებობის პირების გადადგომას გამოეხმაურა რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ინა ასანიძე, რომელიც თანამდებობდან რამდენიმე თვის წინ გადადგა და ემიგრაციაში წავიდა.


ინა ასანიძემ დღეს პარტია “ქართული ოცნება” დატოვა.

“ცხოვრებაში ბევრი ტკივილიანი მომენტი მქონია, მაგრამ ასე არასდროს გამჭირვებია ემოცია გამომეხატა. რთულია და მიჭირს სათქმელი მოვიტანო თქვენამდე ჩემო ერთგულო ჭიათურლებო, მეგობრებო, ამომრჩევლებო… ბოლოს და ბოლოს ჩემო თანამოაზრეებო… ემოციები მახრჩობს და ცრემლები ასწრებს რაიმე დავწერო, თქვენამდე მოვიტანო გულის ტკივილი, დარდი, სინანული და გაგიზიაროთ ის სევდა, რაც 2018 წლის 13 ივლისს დაიწყო… თარიღი, რომელმაც თავდაყირა დააყენა ჩემი გეგმები, რომელიც ჭიათურისა და ჭიათურლების უკეთეს მომავალს უკავშირდებოდა… არსებობს კეთილი და ბოროტი ზღაპრები, თუმცა თუ იარსებებდა აბსურდული ზღაპრები, არ ვიცოდი და ამ ვაი-უბედურება გამოგონილი აბსურდის მთავარი გმირი, თანაგუნდელებთან ერთად მეც თუ გავხდებოდი, ვერასდროს ვიფიქრებდი. რაც მოხდა ჭიათურაში ყველამ იცის. ამ სამარცხვინო ისტერიის(!!!) დროს შვებულებაში ვიყავი (2 აგვისტოს უნდა დავბრუნებოდი სამსახურს). სწორედ 2 აგვისტოდან დავწერე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება. იყო ზეწოლის მომენტიც – გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გია დალაქიშვილი უხეშად მაიძულებდა თანამდებობა დამეტოვებინა. ოღონდ ჩემი სამსახურიდან წასვლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეხებოდა მანდატის დატოვებას. ეს პარტიის დიდ სირცხვილად ჩაითვლებოდა, რადგან ის უბნები, რომლის მაჟორიტარიც გავხდი, „ოცნებამ“ ჩემი დახმარებით პირველად მოიგო 6 წლის განმამავლობაში. სწორედ ჩემს დაპირებულ სიტყვასა და სინდისზე მიიღო პარტიამ ამ უბნებში ხმა. დღეს, როდესაც ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს თანამდებობების დატოვება, მეც ვტოვებ პარტიულ მანდატს. ამის გამო ბოდიშს ვუხდი ჩემს ერთგულ ამომრჩევლებს. სწორედ ამის გამო მწყდება გული, სწორედ ეს მტკენს გულს, რომ ჩემი ამომრჩევლების შუა გზაზე მიტოვება მომიწია, მაგრამ მერწმუნეთ ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული, ჩემი და ჩემი ამომრჩევლების აზრი ვიღას აინტერესებს ზედა ეშელონებში?….თუმცა, დრო მჭირდება, დრო რომელიც მომცემს ძალას, ენერგიას და შემართებას, ისევ ვიზრუნო თქვენზე. გპირდებით და ჩემ სიტყვას შევასრულებ ჩემო ძვირფასებო. თავს არაერთხელ შეგახსენებთ სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციებითა და ღონისძიებებით. თქვენზე ზრუნვა ჩემი პრიორიტეტი იქნება. მიგულეთ თქვენს გვერდით”, – წერს ინა ასანიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ინა ასანიძეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ასანიძის თქმით, ჭიათურაში განვითარებული ცნობილი სკანდალის შემდეგ, რომელიც ქალაქის მერთან ერთად, მასაც დაუკავშირდა, “ოცნების” მაღალჩინოსნები მას თანამდებობის დატოვებას აიძულებდნენ. ინა ასანიძის გადადგომის შემდეგ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანიშვილის კიდევ ერთი პროტეჟე და თანასოფლელი, გივი კიკნაძე აირჩიეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42