გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე იმსჯელა
პოლიტიკა - 10:56, 27 Sep, 2018     661

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სლოვაკ კოლეგას ანდრეი კისკას შეხვდა.

შეხვდრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ პოლიტიკურ ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო იყო.

მხარეებმა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ამ საკითხის საერთაშორისო და ევროკავშირის დღისწესრიგში შენარჩუნების აუცილებლობა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის პრეზიდენტს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების მხარდაჭერისათვის, რომელიც აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს მოქალაქეების იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის პრეზიდენტს იმ განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის და საქართველოს ინტერესების ადვოკატირებისთვის, რასაც სლოვაკეთი ახდენს საერთაშორისო არენაზე და მათ შორის გაეროს ტრიბუნიდან.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საერთო ევროპული კეთილდღეობისათვის საქართველოს როლზე და იმ თანამშრომლობის პროექტებზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მხარეებს შორის საუბარი, ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების წარმატებით განხორციელებას.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზეც იმსჯელეს.

მხარეებმა ასევე იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომლებიც უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად უნდა გადაიდგას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42