"ნაციონალურმა მოძრაობამ" ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართა და რეგლამენტის შესაბამისად, ურჩი მინისტრების დასჯა მოითხოვა
პოლიტიკა - 17:37, 26 Sep, 2018     1404
საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ, წერილით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მინისტრების მიერ პარლამენტის რეგლამენტის დარღვევის თაობაზე.

"2018 წლის სექტემბრის თვეში, ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 94-მუხლის მესამეპუნქტის შესაბამისად მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფრაქციის სხდომაზე დაიბარა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალიკიანი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. არცერთი დასახელებული პირი ფრაქციის სხდომაზე არ გამოცხადდა.

ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ მთავრობის წევრების მიერ მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის, არამედ მთლიანად პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციური უფლებების იგნორირება და მისი დაკნინების მცდელობაა.

შესაბამისად, ფრაქციამ, ირაკლი კობახიძეს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლის უშუალო მოვალეობაა პარლამენტისავტორიტეტის დაცვა და რეგლამენტის აღსრულება, მიმართა თხოვნით უზრუნველყოსურჩი მინისტრების გამოცხადება ფრაქციის სხდომაზე.

ამასთანავე, ნაციონალური მოძრაობა ითხოვსსაქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 289-ე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ რეგლამენტის დარღვევას ეხება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში მოხდეს რეგლამენტის დარღვევის აღნიშნული ფაქტების განხილვა და საკითხი სათანადო რეაგირების მიზნით გადაეცეს პარლამენტის ბიუროს" - აღნიშნულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42