საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაიწყო
პოლიტიკა - 16:55, 26 Sep, 2018     877

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიუ იორკში გაეროს ღონისძიებების ფარგლებში გამართული კონფერენციის „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში" უმაღლესი დონის დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც ტრანსატლანტიკური სივრცის მომავალს და ჩრდილოანლანტიკური ალიანსის გაფაროების პერსპექტივებს უკავშირდება.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი თემა საქართველოს უსაფრთხოება, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში საქართველოს, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორის განსაკუთრებული წვლილის ხაზგასმა იქნება.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, უმაღლესი დონის დისკუსიისას საუბარი შეეხება საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებს: ქვეყნის უსაფთხოების, ოკუიპირებული ტერიტორიების და ზოგადად ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მომავლის შესახებ.

ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტს, ვიზიტის ფარგლებში კომუნიკაცია ექნება თავის კოლეგებთან. დღეს გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტთან ანდრეი კისკასთან გამართავს შეხვედრას.

გიორგი მარგველაშვილი დღესვე ამერიკული ფონდის "Appeal of Conscience Foundation" მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საზეიმო მიღებას "2018 Annual Awards Dinner" დაესწრება, რომელიც უმაღლესი რანგის სტუმრებისთვის იმართება.

წლევანდელი ღონისძიება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის კრისიტინ ლაგარდისა და საფინანსო ორგანიზაციის „რიჩმონტი" თავმჯდომარის ჯოან რუპერტის პატივსაცემად იმართება, რომელსაც მადლენ ოლბრაიტი, ჰენრი კისინჯერი, ჯეიმს ბეიკერი, კოლინ პაუელი და სხვა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები, კონგრესისა და სენატის, ასევე ბიზნესის წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ.

დაგეგმილია ასევე საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42