„სარჩელი შედგენილია იმ ფორმულირებით, რა ფორმულირებაც იქაურმა კანონმდებლობამ ჩათვალა საჭიროდ. როგორც ადვოკატი ამბობს ამის მტკიცებულებები გააჩნია. ფარულ აუდიო ჩანაწერებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ სასამართლო პროცესზე რომ უნდა წარდგნენ და იქ ილაპარაკონ ახდილად ეს აშკარაა“-ამბობს ჩხეიძე.
ნატო ჩხეიძე დღეს პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.
„მთავარი მოწოდება, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ ბრძანა იყო, რომ უნდა დაიჭირონ ოქუაშვილი. ეს არის მესიჯი პროკურატურის მიმართ, თუ როგორ უნდა წარმართოს საქმე.
როდესაც ჩუბინაშვილი ყველა აუდიოჩანაწერში იძახის იმას, რომ ჩხარტიშვილს კოლოფზე 2.5 მიაქვს ზევით, ხოლო ოქუაშვილი იძახის, რომ არ მისცა ტელეკომპანია "იბერია" და არ მისცა კონტრიბუცია, ამ მოცემულობაში ვინ არის დასაჭერი ძალიან ადვილი გამოსაცნობია,“-ამბობს ნატო ჩხეიძე.
ბიძინა ივანიშვილს, დიმიტრი ქუმსიშვილს და ყველა იმ პირს, რომელიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, სავარაუდოდ, ლონდონში დაკითხვაზე დაიბარებენ. სარჩელი ლონდონის სასამართლოში "ომეგა ჯგუფის" პრეზიდენტმა შეიტანა.
მასალის გამოყენების პირობები






