„ზურაბიშვილი მოღალატედაა მოხსენიებული“ - კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელევიზიებს 3 სარეკლამო რგოლის ამოღებას სთხოვს
პოლიტიკა - 12:17, 26 Sep, 2018     730

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელევიზიებს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო სამი სარეკლამო რგოლის (პოლიტიკური წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლები) სამაუწყებლო ბადიდან ამოღებას სთხოვს. GNCC-ის წერილში აღნიშნულია, რომ მათ პასუხი საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვებს გასცეს, თუმცა, ასლები სხვა ტელევიზიებსაც გაუგზავნეს.

18 სექტემბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წერილით მიმართა ისეთი წინასაარჩევნო რგოლების ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, რომლებიც "მიზნად ისახავს სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელის შეშლას". GNCC-ის მტკიცებით, სამი ვიდეორგოლი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

"იმ შემთხვევაში თუ მაუწყებელმა განათავსა აღნიშნული ვიდეორგოლები, უნდა მოხდეს მათი დაუყოვნებლივ ამოღება სამაუწყებლო ბადიდან" - ნათქვამია წერილში, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელევიზიებს გაუგზავნა.

"შესაბამისად, აღნიშნული სარეკლამო რგოლი წარმოადგენს არასათანადო რეკლამას და მისი განთავსება აკრძალულია.

ერთერთ სარეკლამო რგოლში გამოყენებულია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი და შედარება. ის [სალომე ზურაბიშვილი] მოხსენიებულია, როგორც მოღალატე, რაც არღვევს ზნეობრივ ნორმებს და ბღალავს ფიზიკურ პირს, აღნიშნული სარეკლამო რგოლი წარმოადგენს არაეთიკურ და შესაბამისად არასათანადო რეკლამას.

ერთერთი სარეკლამო რგოლი შეიცავს უხეში შინაარსის გამონათქვამს, მაუწყებლობის შესახებ კანონით, იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახველი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას" - წერია კახა ბექაურის მიერ ხელმოწერილ წერილში, რომელიც რუსთავი 2-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა გაასაჯაროვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42