მიხეილ სააკაშვილმა ღვინო ყანწით შესვა
საზოგადოება - 22:37, 31 Aug, 2013     3915

 

მან საქართველოს მასშტაბით ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აუცილებელია რეგიონში შემორჩენილი ვაზის უნიკალური ჯიშების გადარჩენა და მათი გავრცელების ხელშეწყობა. მისი თქმით, შემოსავალი იმ მოსახლეებმაც უნდა მიიღონ, რომლებსაც ვენახი მცირე ტერიტორიაზე აქვთ გაშენებული.

 

ქვეყნის პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული ღვინისთვის რუსული ბაზრის გახსნა სერიოზულ საფრთხეს შეიცავს, თუმცა ამ საკითხს დღეს ყურადღებას არავინ აქცევს. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ იაფ ბაზრებზე გასვლა, მსოფლიოს ბაზრებზე მაღალხარისხიანი ქართული ღვინის პოპულარიზაციას ხელს არ შეუწყობს.

 

ყურადღება მან ამერიკულ პროექტზე გაამახვილა, რომლის ფარგლებშიც რეგიონში ვაზის სანერგე მეურნეობა სწორედ უნიკალური ჯიშების გადარჩენის მიზნით ფინანსდება. მიხეილ სააკაშვილმა დღესვე ერთ-ერთი ასეთი მაღალი ხარისხის სანერგე მეურნეობა პირადად დაათვალიერა. ღვინის ფესტივალზე საქართველოს პრეზიდენტმა ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინო ყანწით შესვა, რაჭული კერძებიც დააგემოვნა და ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად ტრადიციულ ფერხულშიც ჩაება.

 

რაჭა-ლეჩხუმის ფესტივალზე ტრადიციული ქართული ღვინო 70-მდე ადგილობრივ მეღვინეს ჰქონდა წარმოდგენილი. სახალხო ზეიმის ფარგლებში, ღვინის გარდა, წარმოდგენილი იყო რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის (ამბროლაური, ლენტეხი, ონი, ცაგერი) ეთნოგრაფიული კუთხეები ტრადიციული სამზარეულოთი და ფოლკლორით.

 

news





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42