„დიდი ალბათობით, ჩემს მიმართ არანაირი კითხვა არ იქნება“ - ანზორ ჩუბინიძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე
პოლიტიკა - 14:49, 26 Sep, 2018     934

„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერი - სახელმწიფო დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ იგი პროკურატურისგან კომპეტენტურ პასუხს ელის და თავის მართლებას არ აპირებს:

„პრინციპულად არ გამირკვევია, არ მიმიმართავს. მას შემდეგ, რაც ეს საკითხი პროკურატურაში გაირკვევა, დიდი ალბათობით, ჩემს მიმართ არანაირი კითხვა არ იქნება. შესაბამისად, ვაცდი ორგანოს, რომელსაც ამის შესახებ განცხადების გაკეთება ეკუთვნის. თამბაქოს მომხმარებელი არ ვარ, ზაზა ოქუაშვილს არ ვიცნობ. პირობას გაძლევთ და მთელ ჩემს სამსახურებრივ კარიერას სასწორზე ვდებ, ამნაირ „გარიგებასა“ და „დალაგებაში“ მონაწილეობა არ მიმიღია.

მზად ვარ, სადაც ჩემი ქვეყნის კანონი საჭიროდ ჩათვლის, მონაწილეობა მივიღო. ტყუილად თავი ვიმართლო? კითხვა – რატომ არ გაარკვიეთ, ძალიან კარგად ვიცი და გარკვევა არ მჭირდება. შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ.

არანაირი საუბარი არ მქონია არც ბიძინა ივანიშვილთან და არც არავისთან. ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხით ჩემთან არ დაინტერესებულა. მგონი, ასეთი ჩანაწერი არ იყო. თუნდაც რომ ყოფილიყო, ამ აბდა-უბდაზე თავს არ ვიმართლებ. დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ ძალიან კომპეტენტური ვარ. საფინანსო სექტორში არ ვმუშაობ. ოქუაშვილის რანგის ბიზნესმენებმა უნდა მოახერხონ და ძალიან კარგად იციან, სიტუაცია სადაც უნდა დაალაგონ – ეს არის საფინანსო ინსტიტუტი. ვინც ჩემი გვარი ახსენა, კითხვა მას დაუსვით. ეს არის აბსურდული თემა. ვერავის გავცემ პასუხს, რადგან ეს თავის მართლების თემაა და თავის მართლებას არ ვაპირებ.

დაგიფიცებთ, რომ „იბერია“ ბავშვობაში მახსოვს, ორთაბრძოლაზე საინტერესო გადაცემას აკეთებდა და ახლა გამახსენდა, თამბაქოს არ ვეწევი. წარვსდგები ყველგან, სადაც საჭირო იქნება ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ლევან ყიფიანთან არ გამირკვევია. როცა დავრწმუნდები, რომ ეს არის ნამდვილად ლევან ყიფიანი და პროკურატურიდან დამაჯერებელ პასუხს მივიღებთ, კომენტარს შემდეგ გავაკეთებ. თავის მართლების პოზიციაში ნუ ჩამაყენეთ.

პროკურატურისგან კომპეტენტურ პასუხს ველოდები, რადგან რაღაც პასუხებში დარწმუნებული ვარ. ჩემთან კითხვები არ ექნებათ. არც ერთ ბიზნესში მონაწილეობა არ მიმიღია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანზორ ჩუბინიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42