გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამაერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, ის დღეს პირველ შეხვედრას ვაშინგტონში გამართავს. ვაშაძე სენატის საგარეო საქმეებისა და დაზვერვის კომიტეტების წევრს, აიდაჰოს შტატის სენატორ ჯეიმს რიშს ხვდება. სენატორების გარდა დაგეგმილია შეხვედრები კონგრესმენებთანაც.
ვაშაძის განცხადებით, ის ამერიკელ პოლიტიკოსებს საქართველოში არსებულ რეალურ ვითარებას გააცნობს. ვაშინგტონის შემდეგ გრიგოლ ვაშაძე ლევან ვარშალომიძესთან ერთად ნიუ-იოკრში ჩასვლას და ქართულ დიასპორასთან შეხვედრას აპირებს.
"მიდის ფართომასშტაბიანი შეტევა ბიზნესზე, თავისუფალ პრესაზე, მიდის ფართომასშტაბიანი შეტევა მთლიანად ჩვენ საზოგადოებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის,"-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






