სკანდალი: ივანიშვილს, ქუმსიშვილს და ყველას, ვინც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, სავარაუდოდ, ლონდონში დაკითხვაზე დაიბარებენ
პოლიტიკა - 09:55, 26 Sep, 2018     2498
"კურიერის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს, დიმიტრი ქუმსიშვილს და ყველა იმ პირს, რომელიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, სავარაუდოდ, ლონდონში დაკითხვაზე დაიბარებენ. სარჩელი ლონდონის სასამართლოში "ომეგა ჯგუფის" პრეზიდენტმა შეიტანა. მანამდე კი ზაზა ოქუაშვილი ბოლო პერიოდის ხმაურიან თემებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა.

საგამოძიებო უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის ჩანაწერების ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს ირაკლი ჩუბინიშვილსაც ელოდებიან. გამოკითხვაზე ასევე უნდა მივიდნენ "ომეგა ჯგუფში" შემავალი სამი კომპანიის დირექტორები. ისინი საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას ხვალ აპირებენ. გამოძიების მნიშვნელობასა და მოლოდინებზე საუბრობენ პოლიტიკოსები.

"გამოძიების პროცესში თუკი საჭიროდ ჩაითვლება, ნებისმიერი ადამიანი იქნება დაკითხული რათა დადგინდეს სიმართლე. თქვენც შეგიძლიათ ეხ​ლა ამ ინტერვიუში დაასახელოთ ვინმეს გვარი, ვინც არ გაწყობთ, ან ნიკა გვარამიას არ აწყობს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროკურატურამ უნდა აიღოს დ ამისი დაკითხვა დაიწყოს,"-აცხადებს გია ვოლსკი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ივანიშვილი ვერ შეძლებს თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას ლონდონში,ს ადაც მას სავარაუდოდ, დაკითხვაზე დაიბარებენ.

"არ დასჯის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ადვოკატი, რომელიც დღეს გენპროკურორად მუშაობს, ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ ამავე დროს, მას როგორც ვიცი, აუცილებლად დაუძახებენ ლონდონის სასამართლოში, სადაც შეიტანეს სარჩელი "ომეგას" დამფუძნებლებმა, მაგრამ შესაძლებელია მანამდე აქ ხელისუფლება იქნება შეცვლილი და მოუწევს უკვე ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა,"-აცხადებს ნიკა მელია.

"ევროპული საქართველოს" წევრი, ირმა ნადირაშვილი კი განმარტავს, რომ ხელისუფლების გუაზრებელი შედეგები დააზარალებს მის იმიჯს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

"ქართულმა ოცნებამ" მოგვიტანა ვითარება, როდესაც საქართველოს სასამართლოს ადამინები არ ენდობიან და ისინი იძულებული არიან სამართალი ეძებონ ქვეყნის გარეთ.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42