„არის თუ არა შავი ფული „ქართულ ოცნებაში“, ამაზე გამოძიებამ და აუდიტის სამსახურმა უნდა გასცეს პასუხი,“ - ამბობს სალაძე.
მისი თქმით მნიშვნელოვანია, დადგინდეს აუდიოჩანაწერების ავთენტურობა, რის შემდეგადაც ელიტური კორუფციის დადასტურების შემთხვევაში, ფაქტები საგამოძიებო უწყებებმა უნდა შეისწავლონ.
„ცხადია, ამ ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან როცა ვლაპარაკობთ, მათ შორის, ელიტურ კორუფციაზე და შესაძლოა, ამ ფაქტებზე ქვეყანაში, ელიტური კორუფცია არ ნიშნავს, მხოლოდ და მხოლოდ, ხელიდან ხელში ფულის გადაცემას, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მაღალი თანამდებობის პირები სარგებლობდნენ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით და ამ უფლებამოსილებებს იყენებდნენ ბოროტად ისე, რომ ეს არ იყოს კანონის მოთხოვნებით განსაზღვრული,“ - განაცხადა სულხან სალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






