28 სექტემბერს, „ეთნოფესტი 2018“ გაიხსნება
პოლიტიკა - 15:57, 25 Sep, 2018     593

ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის მეორე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2018“ 28 სექტემბერს გაიხსნება, რომელსაც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი თბილისის მერიის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

„ეთნოფესტი 2018“-ის შესახებ პრესკონფერენცია თბილისის საკრებულოში გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელმძღვანელი თათია ბიძინაშვილი და პროექტის ორგანიზატორი მაკა დვალიშვილი უძღვებოდნენ.

„ეთნოფესტი“ კიდევ ერთი ტრადიციული ატრაქციაა თბილისში, რომელიც რეგიონის ყველაზე მასშტაბური ფესტივალია და დარწმუნებული ვარ, სულ მალე, მსგავსი ტიპის საერთაშორისო ფესტივალებს შორის ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. თბილისის მერია შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას მაქსიმალურად მხარს უჭერს. ჩვენ გვაქვს სპეციალური კოდი „კრეატიული თბილისი“, საიდანაც მსგავსი ტიპის ოსტატებს ვუჭერთ მხარს და ვაფინანსებთ. მიხარია, რომ მსგავსი ტიპის პლატფორმაზე, უკვე 150-ზე მეტი არტისტია გაერთიანებული, მათ შორის რეგიონებიდან“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

150-ზე მეტი ოსტატი, დიზაინერი, მწარმოებელი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, სამი დღის განმავლობაში 28, 29, 30 სექტემბერს საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-4, მე-5, მე-6 პავილიონებში თავიანთ პროდუქციას წარადგენენ. პარალელურად დიზაინერები და მარკეტოლოგები აშშ-დან, ჰოლანდიიდან, ინგლისიდან და სხვა ქვეყნებიდან, საჯარო ლექციებს ჩაატარებენ.

„ეთნოფესტი 2018“ - ის ფარგლებში დამატებითი საგანმანათლებლო გამოფენები გაიმართება. 30 სექტემბერს კი, საზეიმო დახურვაზე კონკურსის „საუკეთესო სტენდი“ გამოვლინდება.

„ეთნოფესტი-2018“-ის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, თბილისის სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, რუსთავის მუნიციპალიტეტი, ქ.გორის მუნიციპალიტეტი, აშშ-ს საელჩო საქართველოში და ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42