მისი თქმით, როცა ვინმე „გამოხტება“ და მას მოღალატეს დაუძახებს სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს მედია და შემდეგ მსგავს ინციდენტებზე მისგან განმარტებებს ითხოვენ.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ მის რელიგიურ მრწამსზე თუ საგარეო პოლიტიკურ კურსზე მასმედიის წარმომადგენლები ცრუ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ.
"პრაქტიკულად ყველა კუთხით მოდის ეს შეტევები, ბოლო ის არის რომ თურმე არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი და მომხრე ვარ ერთსქესიანთა ქორწინების. აზრი პრაქტიკულად არ აქვს რომ დაიწყო თავდაცვითი საქმე. კიდევ ერთი შემაშფოთებელი დისკრედიტაცია არის, რომელიც ვრცელდება საზღვარგარეთ. იქაურ საზოგადოებაში გაავრცელო რომ მე ვარ პრორუსული, რომ ორი ძალა არის ქვეყანაში, ერთი იცავს მშობლიურ პატრიოტულ ღირებულებებს, მეორე - რუსულ იდეოლოგიას. იქ როცა ჩვენ საყრდენს იდეოლოგიურად უტევენ, ამან შეიძლება ძალიან მძიმე გავლენა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის სახელზე,"-ამბობს ზურაბიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






