საქმე ეხება ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების სიას, რომელიც შეტანილი იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და სადაც რამდენჯერმე დაფიქსირდა ბესო დონაძის სახელი და გვარი, რომეიც „ვროპული საქართველოს“ წარმომადგენელია და ამადროულად საოლქო კომისიის წევრია მარნეულში.
გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დავით ბაქრაძემ უნდა დაგმოს ის ქმედება, რომელიც მოდის „ევროპული საქართველოს“ წევრის ბესო დონაძის გადაწყვეტილების გამო.
ედპ-ის ლიდერი და გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ „ცესკოს მართავს არა თამარ ჟვანია, არამედ თამარ ჟვანიას მართავს სუსი".
"ამ რეალობის წინაშე ვდგავართ და ხელისუფლება, რომელიც დარწმუნებულია დამარცხებაში, არასოდეს რომ არ გაგონილა ხელმოწერებით შეგროვებასთან დაკავშირებით, პირევლად გავიგე, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ ახორციელებს შეტევას. ძალიან დასანანია, რომ ეროვნულ დემოკრატიულ პარტია ევროპული საქართველო უჩივის. სამწუხაროა, სუსი-თამარ ჟვანია დუეტს, ტრიო თუ ევროპულმა საქართველომ შეუქმნა, ეს მხოლოდ ამ ოპოზიციური პარტიის საზიანოდ იმოქმედებს“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






