სააკაშვილმა ძალიან ეფექტური სვლა გააკეთა, გამოუშვა ის ადამიანები რომლებიც ქართული ოცნების ნათესავები ან მეგობრები იყვნენ. ერთის მხრივ მან კეთილი საქმე გააკეთა, მეორეს მხრივ საზოგადოება აალაპარაკა იმაზე, თუ რატომ გამოვიდა თამაზაშვილი და არა მისი პატიმარი."- განაცხადა მოძრაობა "არას" ლიდერმა ლევან ჩიტაძემ საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტთან" ინტერვიუში.
_ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრად დაინიშნა სოზარ სუბარი. ის ასევე მოგეხსენებათ იყო სახალხო დამცველი, რომელმაც თავისი აქტიური მოღვაწეობით დაგვამახსოვრა თავი, განსაკუთრებით პატიმრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით არ ერთი განცხადება გაუკეთებია, ეხლა კი მის ხელშია პატიმრების ბედი. თვითონ როგორ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს?
_ აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ სოზარ სუბარის სახალხო დამცველად დანიშვნას მოჰყვა გარკვეული პრობლემები. საუბარია რამდენიმე თვეზე, სანამ იგი გათვიცნობიერდა სახალხო დამცველის ფუნქციებში და მოვალეობებში. ამ პერიოდში მისი მოადგილე იყო ბაჩო ახალაია, სწორედ ამის გამო ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველს საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებდა, რადგან ის არ გამოირჩეოდა მობილურობით. მოგვიანებით მისი პოზიციები გამყარდა. ის წლების განმავლობაში იცავდა ადამიანის უფლებებს და ეს საერთაშორისო დონეზე კარგად აისახა. ამასთან, გამოვყოფდი პატიმრების უფლებებს, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი ადამიანების დაცვას, ნებისმიერი უმცირესობის წარმომადგენლის დაცვას. ის ყველას უფლებებს იცავდა ადეკვატურად და იყო სახალხო დამცველი,რომელმაც შეისწავლა პოლიტიკური პატიმრების საქმეები და არა ერთ საქმეზე პირდაპირ დადო დასაბუთებული შეფასება. სამწუხაროდ, შემდგომმა სახალხო დამცველმა , გიორგი ტუღუშმა ეს ვერ შეძლო. ის აღმოჩნდა ხელისუფლების მორჩილებაში მყოფი სახალხო დამცველი, რომელიც რეალურად მწვავე საკითხებს არ ეხებოდა. ის არ საუბრობდა იმ საკითხებზე, რომელიც სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე პრობლემებს შეუქმნიდა. არასამთავრობო სექტორი საუბრობს იმაზე, რომ გიორგი ტუღუშს ქონდა საკმაოდ ვრცელი და ნაყოფიერი ანგარიშები. იგივე საფრანგეთში, აშშ-ში სახალხო დამცველები პირდაპირი მნიშვნელობით ასჯერ მეტიმოცულობის დასკვნებს დებენ ადამიანების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. როდესაც საზღვარგარეთში თითოეული წარმოდგენილი დარღვევა გამოიძიება და უყურადღებოდ არ რჩება, ადეკვატური არის ასეთი ანგარიშების მიმართ, გიორგი ტუღუში არასაფუძვლიან ანგარიშს წარმოგვიდგენს. მისი ანგარიში 20-25% ვიტარებას ასახავდა, ვიდრე სინამდვილეში ხდებოდა საქართველოში. მისი რეკომენდაციები, რომელიც ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, იყო საჩვენებელი და ბუტაფორიული.
სოზარ სუბარისთვის ციხეები იქნა დახურული, რადგან იგი შეუდრეკელი იყო და მწვავედ აკრიტიკებდა ხელისუფლებას. მას არ დაუთმია არც ერთი საკითხი, რის გამოც სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის ციხეების დახურვა მოხდა და იქ არსებული ვითარების რეალურად ასახვა შეუძლებელი გახდა.
მისგან განსხვავებით, ბატონ გიორგის ქონდა საშუალება ციხეებში არსებულ ვითარებას გაცნობოდა. შეიქმნა გარკვეული ჯგუფი, რომლებიც უპრობლემოდ შედიოდნენ საპყრობილესი და ესაუბრებოდნენ პატიმრებს. მაგრამ ეს ჯგუფი იქ არსებულ რეალობას არ ახმაურებდა. მე მაქვს კონკრეტული ფაქტები, როდესაც რუსთავის მე-17 დაწესებულებაში, ქსნის მე-15 დაწესებულებაშიშესული იყო სახალხო დამცველის წარმომარგენელი და პატიმარმა მას დაუწერა კონკრეტული პრობლემები, კონკრეტულად დაუხასიათა იქ არსებული ვითარება, ხოლო სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციხის უფროსთან ათანხმებდა ამას. დღეს ამაზე უკვე ღიად საუბრობენ პატიმრები. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უფლებადამცველები, პირადად მე, ვსაუბრობდით პატიმრების მოწამვლაზე, მათი ჯამრთელობის მდგომარეობაზე, მათი უფლებების დარღვევაზე; როდესაც თებერვალში მივიღეთ წერილი, სადაც ქსნის დაწესებულების პატიმარი დეტალურად აღწერდა გაუპატიურებას - მაშინ რეაგირება იყო ნოლი, უფრო მეტიც, ჩვენი კოლეგების ნაწილმა არ დაიჯერა ეს ფაქტი. ჩვენ გვიმალავდნენ იმ კომპანიების სახელს, ვისაც ციხეებსი საკვები პროდუქტი შექონდა. ეს იყო ახალაიების ბიზნესი და, რა თქმა უნდა, მათ არ აწყობდათ ამის გახმაურება. ამ კომპანიებს შეაქვთ სუპერმარკეტებიდან ჩამოწერილი ვადაგასული პროდუქცია. ამ პროდუქციის გადამუშავებას, ან გადაყრას, ან რაიმე სახის ლიკვიდაციას ჭირდება თანხები. საზღვარგარეთის ქვეყნებში ასეთი პროდუქციის გატანაში სხვა კომპანიებს უხდიან ფულს, ჩვენთან კი ასეთი პროდუქცია გაქონდა კომპანიას, რომელიც ციხეებს ამარაგებდა საკვები პროდუქტებით. ამ პროდუქციას პატიმრები ყიდულობდნენ სამმაგ ფასებში, ვიდრე ის ღირდა ვადის გასვლამდე. აქ საუბარია არა სამმაგ მოგებაზე, არამედ პრაქტიკულად უდანახარჯო მოგებაზე, მხოლოდ ტრანსპორტირებაშე ხარჯავდნენ ფულს. ასევე მედიკამენტები იყიდებოდა ბევრად ძვირად ვიდრე სააფთიაქო ქსელში. ამ ბიზნესს სფეროს ემატება ფასიანი პაემნები, საკომუნიკაციო საშუალებებით მირებული მოგება, საპროცესო შეტანხმებით მიღებული თანხები და სხვა შიდა მექანიზმები. მაგალითად, პროდუქციის ყიდვისას, მოლარეს ნაბრძანები ქონდა ზედმეტად გაეტარებინა ბარათი ზედმეტი თანხის ჩამოსაჭრელად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტები თუ აღირიცხებოდა კიდეც, უკვე განადგურებულია, რადგან დამნაშავეები თავის უსაფრთხოებაზე იზრუნებდნენ და სასწრაფოდ მოახდენდნენ ამ ფაქტების მოსპობას. ეს იყო ბიზნესი, რომლის ზუსტი საზღვრები ჩვენთვის უცნობია, თუმცა ეს იყო გრანდიოზულ მოგება. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტი პატიმარი იხდის სასჯელს, მით მეტია მოგება. არსებობს ძალიან ბევრი საქმე, სადაც მხოლოდ აღიარებითი ჩვენებაა წარმოდგენილი. საქმის მასალებში არ არის მოცემული არც თითის ანაბეჭდები, არც სხვა დასაბუთებული ფაქტები, რომელიც ამ ადამიანის დანაშაულზე მიუთითებს, და მაინც ასეთი ადამიანები სასჯელს იხდიან. ამასთანავე სახელმწიფოსთან შეთანხმებულად მოქმედებდა სახალხო დამცველი, როდესაც მისი მოწინავე სოზარ სუბარი ვაკუუმში იყო მოქცეული.
_ თქვენ თქვით, რომ სოზარ სუბარს სახალხო დამცველად დანიშვნის დასაწყისში გაუჭირდა დროულად მორგებულიყო თავის პოზიციას. დღეს რამდენად სწრაფად მოახერხებს მობილიზებას ?
_ სახალხო დამცველად ყოფნის პერიოდში, სოზარ სუბარმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ ის გარკვეული დონით წარმატებული პოლიტიკოსია. იმ საკითხებში, რაზეც მას მუშაობა მოუწევს, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. დღესდღეობით საპატიმროებში ძალიან მყიფე სიტუაციაა. ადრე, როდესაც ღირსება შელახულ პატიმრებს არ ქონდათ ხმის ამოღების უფლება, დღეს ისინი უკვე განთავისუფლდნენ და ღიად გამოხატავენ საკუთარ პოზიციას. როდესაც პატიმარი ხედავს იგივე ჯალათს იგივე თანამდებობაზე, ის ღირსების დასაცავად შესაძლოა ფიზიკურ დაპირისპირებაზეც გადავიდეს. ძალიან ხშირია საუბარი თითოეულ პატარა დარღვევაზე. აქედან გამომდინარე, სოზარ სუბარს მოუწევს საკმაოდ ბევრი რეფორმის გატარება, ზოგადად პარლამენტს და ხელისუფლებას იმისთვის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ეს მწვავე მდგომარეობა დასტაბილურდეს. დარწმუნებული ვარ, რომ სოზარ სუბარი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს პატიმრების იმავე ვითარებაში ყოფნას, რასაც ის ებრძოდა. სოზარ სუბარის წარსული ჩვენთვის ცნობილი რომ არ იყოს, მის ადგილას სხვა პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო, მაინც არ დაუშვებდა იგივე სიტუაციაში ყოფნას პატიმრების, რადგან თავდაპირველად ახალი ხელისუფლება უფრო დამთმობი და ლიბერალურია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ახალი სასჯელაღსრულების მინისტრი იქნება ადეკვატური პრობლემების მიმართ და ობიექტური. საზოგადოებაში სხვანაირად არის მომწიფებული საზოგადოების თვითშეგნების საკითხი. ციხეები გაიხსნება იმაზე მეტად, ვიდრე დღესაა. აქედან გამომდინარე, არასამთვარობო სექტორისთვის ციხეებში შესვლა გახდება იმაზე მარტივი, ვიდრე იყო აქამდე. ახალაიას მსგავსი ჯალათი, რომც გაიპაროს სადმე, ის ვერ შეძლებს დანაშაულის ჩადენას და პატიმრების უფლებების შელახვას, რადგან პატიმრები არ აპირებენ გაჩუმებას. იგეგმება ბევრი საკითხის ლიბერალიზაცია, ასევე ამინისტიები, იმიტომ რომ საპყრობილეში ათასობით ადამიანი უკანონოდ იხდის სასჯელს. როდესაც უკანონო პატიმარზე ვსაუბრობთ, უკანონო პატიმარი არის ორი სახის: ვინც ჩაიდინა დანაშაული და არაადეკვატურად მაღალი სასჯელი მიუსაჯეს და პატიმარი, რომელსაც არ ჩაუდენია დანაშაული.
_პატიმრების განთავისუფლება ნათესავებით და მეგობრებით დაიწყო: კალაძის მეგობარი დემეტრაძე, სოზარ სუბარის ძმა ვახტანგ სუბელიანი, თამაზ თამაზაშვილი და ას.შ. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ ჯერ საკუთარი მიზნების დაკმაყოფილებისთვის მოვიდნენ. ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? რა ხდება სინამდვილეში?
_ყველა ადამიანი არის საზოგადოების წევრი და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანი უნდა განთავისუფლდეს. მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერის გარეშე ვერც ერთი პატიმარი ვერ დატოვებს საპყრობილეს. ადამიანის განთავისუფლების პრეროგატივა, სასამართლოს განაჩენის გარეშე მხოლოდ სააკაშვილს აქვს. რა თქმა უნდა ის ყველაფერს გააკეთებს ახალ მმართველ ძალას თავი მოუქონოს და ასიამოვნოს. თამაზ თამაზაშვილი გამოვიდოდა ახლა თუ მაშინ, როდესაც უნდა გამოსულიყო, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პოლიტიკური ნიშნით ყველა დაპატიმრებული ადამიანი იქნება განთავისუფლებული. არასამთავრობო სექტორმა, მათ შორის ნანა კაკაბაძემ და სხვა პარტნიორმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ სააკაშვილს გაუგზავნა 182 პოლიტიკური პატიმრის სია. ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ეს პატიმრები ერთ დღეში, ერთ საათში გაანთავისუფლოს - არის პრეზიდენტი. საქმე უკვე იმაში მდგომარეობს, გამოიყენებს თუ არა ის ამ უფლებას. სააკაშვილმა ძალიან ეფექტური სვლა გააკეთა, გამოუშვა ის ადამიანები რომლებიც ქართული ოცნების ნათესავები ან მეგობრები იყვნენ. ერთის მხრივ მან კეთილი საქმე გააკეთა, მეორეს მხრივ საზოგადოება აალაპარაკა იმაზე, თუ რატომ გამოვიდა თამაზაშვილი და არა მისი პატიმარი.
რატომ არ ათავისუფლებს პრეზიდენტი სხვა პოლიტპატიმარს? იმიტომ, რომ მათ მთავრობაში ნათესავი არ ყავთ და სააკაშვილს ეს არ აწყობს. კიდევ ერთი ბერკეტი, რითიც შეიძლება უდანაშაულო ადამიანების განთავისუფლება - ეს არის სასამართლოს მიერ საქმეების გადახედვა, ახალი საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით, ამას კი ჭირდება ცოტა უფრო მეტი დრო.
_ძალიან ხშირად ისმის საპარლამენტო დარბაზში ერთმანეთის მიმართ მუქარა და დადანაშაულება. უფრო ხშირად საქმე გვაქვს უმრავლესობის მხრიდან ამ განცხადებების გაჟღერებასთან. ძალიან ბევრს აღიზიანებს როლანდ ახალაიას იქ ყოფნა და თავს ვერ იკავებენ . ახალი მთავრობა შურისძიების მიზნით ამ ადამიანების ციხეში ჩასმას ყოველგვარი გასამართლების და კანონიერი ქმედებების გარეშე ხომ არ აპირებს? ზოგიერთი უმრავლესობის წევრი ეცდება თუ არა ბოროტად გამოიყენოს თანამდებობრივი უფლებამოსილებანი და ძალაუფლება პირადი შურისძიების მიზნით?
_ პარლამენტში მყოფი უმცირესობის წევრების ნახევარზე მეტი არის დამნაშავე. დაწყებული იქიდან, რომ იდეოლოგიურად უმაგრებდნენ მხარს ყოფილ ხელისუფლებას, ასევე მკვლელობებში, ძალადობაში და ას.შ. იქ ზიან კონკრეტული დამნაშავეები. როლანდ ახალაიას მიმართ არა ერთი საქმე იქნა აღძრული. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები თუ როგორ ხოცავდა ბაჩო ახალაია (მისი შვილი) ქუჩაში ხალხს, როგორ აწამებდა. გარდა ამისა, პარლამენტში არიან ამ რეჟიმის სხვა მიმდევრები მაჭავარიანი, წიკლაური, გოგორიშვილი და ას.შ. რომლებიც ყოველთვის ამართლებდნენ ხელისუფლების ქმედებას. ხერხეულიძე უნდა იქნას დაკავებული და დაკითხული. ეს ადამიანები უნდა დაიკითხონ, მათ მიერ განხორციელებული ქმედებები უნდა იქნას გამოძიებული და ჩატარდეს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელმაც ობიექტური სასჯელი უნდა შეუფარდოს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში. იქ არის ბევრად რთული ვითარება, ვიდრე საზოგადოებას წარმოუდგენია. "ნაციონალურ მოძრაობა"- ში იმყოფებიან არა მხოლოდ მკვლელობაში და წამებაში ბრალდებული ადამიანები, აქ ჩვენ საქმე გვაქვს კარტერულ მოქმედებასთან, როდესაც ბიზნესი იყო გადანაწილებული მათ შორის და მოგებას ღებულობდნენ პარლამენტში მოკალათებული მაღალჩინოსნები. ასევე მათ შორის იყვნენ ყოფილი მინისტრებიც, რომლის ნაწილი გაქცეულია. მე მქონდა დამუშავებული და გამოქვეყნებული ვახტანგ ბეგიაშვილის მიერ მოწოდებული მასალა. იქ იყო 145 ადამიანზე საუბარი, ვისაც უკანონოდ წაართვეს ქონება. იმ 145 დევნილ თუ დაკავებულ ბიზნესმენს შორის ვერ მოხდა გახმაურებული საკითხები. უმრავლესობას დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ბარამიძე იყო პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის ხელითაც ჩადენილ იქნა არა ერთი მკვლელობა, პირადად მის მიერ.
მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ეცდებიან გაურიგდნენ ახალ ხელისუფლებას, რადგან ისინი არ იყვნენ დასჯილები. ამას ადასრტურებს ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია იმედი დაუბრუნდა თავის მფლობელს პატარკაციშვილების ოჯახს სიმბოლურ ფასად. ახალი ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის ჩადენა ნაკლებად სავარაუდოა, უფრო მეტიც, "ნაციონალურ მოძრაობა"-ში მყოფი დამნაშავეების მიერ დანაშაულის რიცხვი იმატებს. ისინი აუცილებლად ყველანაირი საშუალებებით ეცდებიან თავის გადარჩენას და არც დანასაულებრივ ქმდებების განხორციელებას მოერიდებიან.
_ რამდენიმე თვეა ბედუკაძეს გვარი ხშირად ესმის საზოგადოებას. საბოლოო ჯამში რაზე შევთანხმდით? ეს ადამიანი გმირია, პოლიტიკური დევნილია, თუ რიგითი დამნაშავეა, რომელიც ცდილობს გადაირჩინოს თავი?
_ რა თქმა უნდა დაკითხულ უნდა იქნას ბედუკაძე და ამ საქმესთან კავშირში მყოფი ყველა პირი. თუ გამოვლინდება, რომ ბედუკაძემ დანაშაული ჩაიდინა, მან პასუხი უნდა აგოს. ვფიქრობ, რომ ის ქმედებები რაც მან განახორციელა, დამოუკიდებლად ამის განხორციელება ძალიან ძნელია. მას ჭირდებოდა მფარველი წინა ხელისუფლებიდან, რომელიც უზრუნველყოფდა მის უსაფრთხო გადაადგილებას. ის ვითარება, რა ვითარებაშიც მოხდა ბედუკაძის ამ მასალების გამოქვეყნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხალხმა როგორც იქნა დაინახა რა ხდებოდა ციხეებში. თუ ეს სწორი ინიციატივა იყო პირადად ბედუკაძესი, ამას ვერ დავუკარგავთ.
_ აპირებთ თუ არა "ქართული ოცნების" რიგებში ჩადგომას? გქონიათ თუ არა ამის შესახებ შემოთავაზება და ამასთან დაკავშირებით რა სამომავლო გეგმები გესახებათ?
-რაც შეეხება ჩემს პირად გეგმებს, მე ვაპირებ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლას. რაც შეეხება ჩემს არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობას, ვაპირებ გავაგრძელო უფლებადამცველობითი საქმიანობა. თუმცა ბევრი ადამიანი არასამთავრობო სექტორიდან საჯარო სამსახურში გადადის, ან პირიქით, ეს ბუნებრივი პროცესია. სხვა მხრივ, მე არ გამოვრიცხავ ჩემი თავი საჯარო სამსახურში უფრო ეფექტურად დავინახო. დღესდღეობით, ვაგრძელებ უფლებადამცველის სტატუსით მოღვაწეობას. ქართული ოცნების მხრიდან არ ყოფილა არანაირი შემოთავაზება, თუმცა არ გამოვრიცხავ სამომავლოდ საჯარო სამსახურში გადასვლას, თუ ეს ხალხის საქმეს დაჭირდება და თუ ეს სამსახური იქნება იმაზე ეფექტური, ვიდრე დღევანდელი ჩემი საქმიანობა.
ნანა ნიაზაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






