"შესაძლოა ვანო მერაბიშვილი იქნას შეწყალებული"- უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ექსპრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას ითხოვს
პოზიცია - 15:12, 25 Sep, 2018     2752
„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ თუ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმეა, როგორც ამას მისი ადვოკატები საუბრობენ, პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანის შეწყალება შესაძლებელი ხდება.

ხუნდაძე დაავადების სიმძიმეზე მიუთითებს და არა ვანო მერაბიშვბილის გავლენასა და პოლიტიკურ ბექ-გრაუნდზე.

„თუ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად დამძიმებულია, ისე, როგორც სხვა შემთხვევაში იქნებოდა სხვა გვარისა და სახელის პატიმარი შეწყალებული, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა ყოფილი მინისტრიც იქნას შეწყალებული" - აღნიშნავს დეპუტატი.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის შესძლო მოწამვლის ფაქტს, პროფესიით ექიმს ინტოქსიკაციის ვერსიის არ სჯერა.

„ეს არ არის დადასტურებითი განწყობა ჩემი მხრიდან, მაგრამ მე გახლავართ პროფესიით ექიმი, სხვათაშორის იმ დარგთან ახლოს, რაზეც საუბარია. ჩემი არაოფიციალური განწყობით, ეჭვი მეპარება ამ სიმწვავით დაყენებული იყოს ეს საკითხი. ამ ეჭვს დადასტურება სჭირდება, მე სიტუაციას არ ვიცნობ, მაგრამ განწყობა ასეთი მაქვს, ეჭვი მეპარება ამ სიმწვავით ჰქონდეს ვითარება ამ პატიმარს“- თქვა ხუნდაძემ.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ საჭიროა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდეს.

„აბა გვარ-სახელით გავათავისუფლოთ? ან გვარის გამო დავიჭიროთ? ამ შემთხვევაში დოკუმენტაცია - ჯანმრთელობის ცნობა, მისი სხვა მდგომარეობა უნდა იქნას შეფასებული გვარ-სახელის, წარმომავლობის, პოლიტიკური მრწამსის , ასაკის და გვარისშვილობის მიუხედავად“- უთხრა „ნიუპოსტს“ დიმიტრი ხუნდაძემ.

პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

მედიკოსები ჰორნერის სინდრომზე საუბრობენ, თუმცა ვერ ადგენენ მის გამომწვევ მიზეზებს.

როგორც ირკვევა, სინდრომს, რომელიც უკავშირდება ნერვული სისტემის გამტარობის დაზიანებას, იწვევს ინსულტი, ფილტვის კიბო, აორტის დაზიანება, ხერხემლის დაზიანება და კიდევ უამრავი სხვა სამედიცინო პრობლემა - მათ შორის მძიმე მოწამვლაც.

მერაბიშვილის ადვოკატები კატეგორიულად მოითხოვენ განმარტებებს სწორედ მერაბიშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ. უფლებადამცველები ყოფილი პრემიერის და საზღვარგარეთ კომპლექსური გამოკვლევებისთვის გადაყვანია აუცილებლობაზე მიუთითებენ.

ადვოკატები ვარაუდობენ, რომ დაავადების პროვოცირება ხელოვნური ინტოქსიკაციით მოხდა.

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას ხელსიუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42