კანაფის კულტივაცია-ექსპორტის კონსტიტუციით აკრძალვის მიზნით „ძალა ერთობაშია“ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრებმა დღეს პარლამენტს ოფიციალურად მიმართეს.
გაერთიანებული ოპოზიცია მოითხოვს 200 ათასი ხელმოწერის შეგროვების შემდეგ კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს:
„მოვუწოდებთ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, დროულად განიხილოს ჩვენი ინიციატივა, რათა დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება.
რაც შეეხება იმ კანონპროექტს, რომელიც დროებით შეჩერებულია, არანაირი შეჩერება და ამ პროცედურების დროში გაწელვა არ უშველის „ქართულ ოცნებას“ ეს კანონპროექტი უნდა იქნას გაწვეული და დავიწყებული. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რომ არც ამ დანაშაულებრივ ხელისუფლებას და ყველა იმ ხელისუფლებას რომელიც შემდგომ მოვა, არ გაუჩნდეს აზრად ისეთი დანაშაულებრივი იდეა, რომელიც ნარკოტიკების კულტივაციასა და მის ექსპორტს გულისხმობს“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






