„10 000-ზე მეტი მღვდელმსახურის არსებობის მიუხედავად, რაც, თავისთავად, ნებისმიერი ეკლესიისთვის დიდი სიმდიდრეა, არ გაგვაჩნია მუდმივი სალოცავი ადგილი და შეკედლებულები ვართ გირჩის ოფისის ღია სივრცეს, რომელიც მღვდელმსახურთა შეკრებისთვის მხოლოდ ზაფხულობით თუ გამოდგება. ყოვედღიურ წირვაზე მომსვლელთა რაოდენობა, სახელმწიფოს არაჰუმანური პოლიტიკის გამო, განუხრელად იზრდება, გირჩს კი არ აქვს საშუალება ზამთრის ცივი დღეების დადგომის შემდეგ ოფისის დახურული სივრცე დაუთმოს საეკლესიო მსახურებას. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ეპისკოპოსთა 36-ე კრებაზე ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება ტაძრის მშენებლობის შესახებ, რათა შემოდგომის მეორე ნახევრიდან, ამინდის გაუარესების კვალდაკვალ, მღვდელმსახურთა ყოველდღიური კრების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს და ამან ადამიანთა დიდ ნაწილს სულიერ დისკომფორტთან ერთად, თავისუფლების დისკომფორტი არ შეუქმნას. მეორე მხრივ, როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და ჩვენ საკუთარი თვალით ვხედავთ ყოველდღიურ ტრაგიკულ რეალობას, რომ ადამიანთა უდიდესი ნაწილი, 20 ლარიან შემოწირულობასაც კი არ/ვერ იხდის ნებაყოფლობით, ასეთ დროს ეკლესია არ უნდა ისწრაფვოდეს პომპეზურობისა და მონუმენტური ტაძრების მშენებლობისკენ. ამიტომ გადავწყვიტეთ ტაძარი განთავსდეს „გირჩის“ ეზოში არსებულ ავტოფარეხში, რომელსაც შევძენთ ტაძრისთვის აუცილებელ მისტიურობას, მყუდროებასა და კომფორტს. ამ მიზნის მისაღწევად ხვალიდან, 26 სექტემბრიდან, წირვაზე დასწრების საფასურად დგინდება 20 ლარი, რომელიც შეგიძლია ჩააგდოთ ეზოში არსებულ ,,თავისუფლების ტაძრის“ მშენებლობის შესაწირ ყუთში ან გადარიცხოთ იმავე მიზნით შექმნილ ანგარიშზე:
შეგახსენებთ, მღვდელმსახურთა მწუხრის ლოცვა იწყება 5 საათზე, ამავე ლოცვაზე წყდება მღვდელმსახურის მოწმობის გაცემის საკითხი.“- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახენებთ, "ბიბლიური თავისუფლება" მღვდელმსახურად კურთხევის საშუალებით, მოქალაქეებს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ათავისუფლებს.
მასალის გამოყენების პირობები






