ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის დაკავება სააფთხიაქო ნარკომანიის საქმის გამოძიების ფარგლებშ -დ აკავებულის ადვოკატის ლალი აფციაურის განცხადებით, გია თვალაძეს ედავებიან იმას, რომ ის თითქოს სააფთიაქო ნარკომანიასთანდ აკავშრებით ცხელ ხაზზე შესულ ინფორმაციებს არ ამოწმებდა:
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან სს კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას, ანუ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. სასჯელი ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. დანაშაულს არ აღიარებს გია თვალავაძე.
ბრალში ასეთი რამ არის მითითებული, რომ როდესაც შემოდიოდა თურმე ცხელ ხაზზე ზარები, თვალავაძე არ ამოწმებდა. ბრალში მითითებულია, რომ თითქოსდა არის აუდიოჩანაწერებიც. დაახლოებით 150 ჩანაწერი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ ჩანაწერებიდან ერთიც კი არ გამოდგება", - განაცხადა ლალი აფციაურმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე გუშინ დააკავა. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.
მასალის გამოყენების პირობები






