საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრისა და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ვადამდე ადრე გათავისუფლებისკენ მოუწოდებს მთავრობას „ევროპული საქართველო“. ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ გააკეთა:
„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღნიშული საკითხის აღსრულება მიმდინარე წლის დეკემბრის დღის წესრიგში ჩასვა. მთავრობა ვერ აცნობიერებს ამ დარღვევის სიმძიმეს. ყველანაირად ცდილობს, გააჭიანუროს მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის განმარტებით, ყველა პატიმარი, ვისზეც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა, გათავისუფლებულია. მოვუწოდებ მთავრობას, ნუ დაელოდება ამ სხდომას და თავად გადადგას ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად – გათავისუფლდეს მერაბიშვილი და პასუხისგებაში მიეცეს ყველა, ვინც მისი უფლებების დარღვევაში მონაწილეობდა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






