„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველო პროგრესულად ვითარდება”- ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 10:35, 25 Sep, 2018     1369

„მჯერა, რომ ქვეყნები ერთმანეთს უნდა ეჯიბრებოდნენ არა ძალით, აგრესიითა თუ ზეწოლით, არამედ უკეთესი საგანმანათლებლო სისტემით და კულტურით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომას მასპინძლობს. ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების კომიტეტის სხდომას საქართველოში. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ყველა იმ ღირებულებას, რომელსაც ევროპის საბჭო და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეფუძნება.

ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია განათლების, კულტურის, მედიის და მეცნიერების პოპულარიზაცია.
ვამაყობთ ჩვენი კულტურით, ვამაყობთ კულტურის ისტორიით და ჩვენი მიზანია, მეგობრებს ჩვენი კულტურა გავაცნოთ. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, რომ განვავითაროთ განათლების სისტემა. გვჯერა, რომ კარგად განათლებულ საზოგადოებას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია მსოფლიოს გაუმჯობესებაში. გვჯერა, რომ ქვეყნები ერთმანეთს უნდა ეჯიბრებოდნენ არა ძალით, აგრესიითა თუ ზეწოლით, არამედ უკეთესი საგანმანათლებლო სისტემით და კულტურით. ამ შემთხვევაში, მსოფლიო იქნება ბევრად უკეთესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციისა, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ჩვენი ქვეყანა პროგრესირებს, ვითარდება და ჩვენ წინა რიგებში ვდგავართ არა მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების განვითარების, არამედ ეკონომიკური სისტემის გაძლიერების კუთხით. ძალიან ვამაყობთ ამ მიღწევებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო იმავე ღირებულებებს იზიარებს, რაზეც ევროპის საბჭოა დაფუძნებული. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დემოკრატია, თავისუფლება და ტოლერანტობა ქართული კულტურის ნაწილია.

„ჩვენ ვეთანხმებით და ვეფუძნებით ყველა იმ ღირებულებას, რომელზეც არის დაფუძნებული ევროპის საბჭო. ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატია, თავისუფლება და ტოლერანტობა ასევე არის ჩვენი კულტურის ნაწილი და რა თქმა უნდა, ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს რეგიონში ეს ღირებულებები იყოს პატივცემული“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42