ოპოზიცია ეჭვობს, რომ "ქართული ოცნება" ფულს ქრთამის სახით იღებდა, რაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა უნდა დაადგინოს.
„ამაზე თვალსაჩინო და აშკარა ფაქტი, რომ საქმე გვაქვს შავ ფულთან, აღარ არსებობს. წარმოიდგინეთ 2016 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად აჩვენა 22 მილიონი ლარი, რომელიც დახარჯა კამპანიისთვის, დანარჩენი შემოსავალი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ამ შავი ფულის სახით. სიგარეტიდან, ნავთობპროდუქტებიდან. ბუნებრივია ვალდებულია აუდიტის სამსახური დაიწყოს დაუყოვნებლივ შესწავლა,“-განაცხადა ნიკა მელიამ.
სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობაზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარტიაში ამბობენ, რომ გავრცელებული აუდიო ჩანაწერებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
„ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ფულითაც კი აღარ უნდა დაფინანსება „ქართული ოცნების“. პარტიას, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს აფინანსებს საქართველოს მოქალაქეებისგან,“-აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.
მასალის გამოყენების პირობები






