გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებებს არაადეკვატურს უწოდებს და პარლამენტის თავმჯდომარეს დებატებში იწვევს
პოლიტიკა - 20:46, 24 Sep, 2018     944
გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარეს დებატებში იწვევს. გიორგი ვაშაძემ, ირაკლი კობახიძის მხრიდან ოპოზიციური გაერთიანების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არაადეკვატური უწოდა.

"მზად ვარ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, როგორი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკა, როგორი სასამართლო სისტემა უნდა ავაშენოთ, როგორ უნდა მოვსპოთ საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორებები და პოლიტიკური პოლიცია, როგორი უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოები, როგორ უნდა დავიცვათ თითოეული ადამიანის უფლება. სადაც გინდათ, ნებისმიერ ფორმატში, დავსხდეთ და ვისაუბროთ მომავალზე, მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენ ამაზე საუბრის თავიც არა გაქვთ, იმიტომ რომ, ერთადერთი, რითიც ფიქრობთ, ეს არის, რომ ასიამოვნოთ ივანიშვილს და მეორე, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოთ. აი, ამ ფულის შოვნას, თქვენ ქართველი ამომრჩეველი არ გაპატიებთ. ხალხი ნამდვილად არ გაპატიებთ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს და აუცილებლად მიიღებთ საკადრის პასუხს 28 ოქტომბერს არჩევნების დროს."

"ძალა ერთობაშიას" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, გიორგი ვაშაძე საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგსაც შეეხო და განაცხადა, რომ ყველა კვკევის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძე დამაჯერებლად ლიდრობს.

"აბსოლუტურად ყველა კვლევით, ჩვენ ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ჩვენს კანდიდატს აქვს დამაჯერებელი უპირატესობა და ამას თქვენი კვლევებიც აჩვენებს და ამაზე მეტყველებს თქვენი აკანკალებული ხმა დღევანდელ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, შეწყვიტეთ სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებები!

როცა საქართველოს აბრალებთ ომის დაწყებას, როცა საუბრობთ, რომ თითქოს ორი ერთეული ჩააბარა ვინმემ რუსეთის ფედერაციას, უბრალოდ გრცხვენოდეთ, იმიტომ რომ მომავალი თაობები თქვენ აუცილებლად მოგთხოვენ პასუხს იმ დანაშაულებრივ განცხადებებზე, რასაც დღეს აკეთებთ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის ნამდვილად ვერ გახდება საქართველოს პრეზიდენტი, იმიტომ რომ არ შეიძლება საქართელოს პრეზიდენტი იყოს ადამაინი, რომელიც, თქვენი დავალებით, სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, ისევე, როგორც თქვენ"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42