ხმააკანკალებული, კორუფციაში ჩაფლული მთავრობის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება - ოპოზიციის პასუხი კობახიძის ბრალდებებზე
პოლიტიკა - 18:54, 24 Sep, 2018     2143

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ოპონენტების კრიტიკას და მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.

ვაშაძის შეფასებით, კობახიძის განცხადებები „არაადეკვატურია.“

„დღეს ჩვენ ვნახეთ ხმააკანკალებული, კორუფციაში ჩაფლული მთავრობის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება. აბსოლუტურად არაადეკვატური შეფასება არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით...

სწორედ ამ დიდი გაერთიანების გეშინიათ თქვენ და სწორედ ამიტომაა, რომ ყველა კვლევა თქვენ გიჩვენებთ, რომ თქვენი დღეები დათვლილია და ამ არჩევნებს იგებ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია,“ ჩვენი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და იმიტომაც არის, რომ ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ოპონენტები „დეზინფორმაციას და პიროვნულ შეურაცხყოფას“ მიმართავენ.

„ საზოგადოების მხრიდან ზურაბიშვილის მიმართ ნეგატიური განწყობა არა დეზინფორმაციის, არამედ აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადებების გამოა გამოწვეული. სწორედ ამიტომ არის, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ არის ამხელა ნეგატიური განწყობა ხალხის მხრიდან,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიცია მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს.

„როგორ მოხდა რომ შოთა მალაშხიას მიერ წარდგენილ სიას უცებ, ერთ ღამეში 26 ფურცელი დაემატა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გვაქვს. დიახ, ამ ყველაფერს ვაჩვენებთ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას და შეაფასებენ, როგორ დანაშაულებრივად მოქმედებს თამარ ჟვანია თქვენი დახმარებით და როგორ დანაშაულებრივად მოქმედებს მთელი თქვენი სისტემა იმისთვის, რომ რამენაირად ჩირქი ცხოთ ჩვენს გაერთიანებას „ძალა ერთობაშია,“ მაგრამ ჩვენ ვართ ორიენტირებული საქართველოს მომავალზე,“ - განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებსა და შავ პიარში დაადანაშაულა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42