საია ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას ომეგა ჯგუფის საკითხზე ინფორმაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 18:41, 24 Sep, 2018     808
საია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას ომეგა ჯგუფის საკითხზე ინფორმაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს:


"2017 წლის 25 აპრილს შპს ,,ოჯთ“-მ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს კომპანიის სახელზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ. განცხადება საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახაზინო სამსახურს.

2018 წლის 30 მაისის #18/69791 წერილით შპს ,,ოჯთ“-ს სახაზინო სამსახურიდან ეცნობა, რომ მის მიერ ნამდვილად არის 2017 წლის 25 აპრილს წარდგენილი განცხადება შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, თუმცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალილანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის მიერ საკითხი არ განხილულა, ვინაიდან ამ პერიოდში სხდომა არ ჩატარებულა.

აღნიშნული პასუხიდან ჩანს, რომ შპს ,,ოჯთ“-ს წარდგენილი ჰქონდა ყველა დოკუმენტი. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა განმარტოს რატომ არ ჩაინიშნა კომისიის სხდომა - შესაბამისმა დეპარტამენტმა არ მიაწოდა ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარეს თუ თავად ფინანსთა მინისტრმა არ ჩათვალა საჭიროდ სხდომის დანიშვნა. მნიშვნელოვანია ნებისმიერ შემთხვევაში მიეთითოს შესაბამისი განმარტებაც.

ამასთან, საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხზე საერთო სურათის შესაქმნელად, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ საკითხი ეხება მედია ორგანიზაციას, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ პროაქტიულად გამოქვეყნდეს შემდეგი ინფორმაცია:

· 2017-2018 წლებში რამდენმა პირმა მიმართა და მათგან რამდენი კომპანიის მიმართ მოხდა აღიარებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

· 2017-2018 წლებში რამდენჯერ შეიკრიბა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია (შესაბამისი თარიღების მითითებით) და რამდენი გადაწყვეტილება იქნა მიღებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხზე"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42