წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციები, მხარდამჭერთა გაყალბებული სიები და მანიპულაციები საარჩევნო დაფინანსებისა და საეთერო დროის მოსაპოვებლად - კობახიძე ენმ-ს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 18:28, 24 Sep, 2018     847
„ქართული ოცნების“ წევრები ოპოზიციას პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებენ. მმართველი პარტიის წევრები მხარდამჭერთა გაყალბებულ სიებზე აპელირებენ.

ირაკჯლი კობახიძემ ოპონენტები საარჩევნო დაფინანსებისა და საეთერო დროის მოსაპოვებლად გარკვეულ მანიპულირებებში დაადანაშაულა.

„ჩვენი საარჩევნო ოპონენტები წარმართავენ ისეთ კამპანიას, რომელიც აგებულია იაფფასიან შავ პიარზე, დეზინფორმაციაზე, პიროვნულ შეურაცხყოფასა და პროვოკაციაზე. ამ ყველაფრის მიზანია დესტაბილიზაციის ხელოვნურად გამოწვევა, რასაც ჩვენ ბუნებრივია არ დავუშვებთ.

განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთ ფონზე აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც უნდა გახდეს პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირი და რომელიც არ უნდა ემსახურებოდეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის სუბიექტურ ინტერესებს. ამ სამარცხვინო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული მედია. ვუზრუნველყოფთ დიპლომატიური კორპუსისა და დამკვირვებლების პერმანენტულ ინფორმირებას კონკრეტული პროვოკაციების შესახებ, იმ ქმედებების შესახებ, რომელიც არის ძალიან შორს ევროპული პრაქტიკისგან.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, საზოგადოების თანადგომით პირველივე ტურში გაიმარჯვებს. რაც შეეხება ნაცმოძრაობას, ის კიდევ ერთხელ მიიღებს საკადრის პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ამ მარგინალურმა პარტიამ ჩაიდინა ცხრა წლის განმავლობაში რუსეთისთვის საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის გადაცემის ჩათვლით,“-ამბობს კობახიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42