"ასე რომ, ბ-ნო პრეზიდენტო, შეგიძლიათ მთაწმინდაზე ახვიდეთ და რიგში ჩადგეთ"- ჯაფარიძე სააკაშვილს პასუხობს
პოლიტიკა - 17:42, 24 Sep, 2018     1362

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბრალდებას მისი ყოფილი თანაგუნდელი, პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს:

„ყოველთვის როცა მეკითხებიან მიტყდება თუ არა ახლა, რომ ოდესღაც ნაციონალურ მოძრაობაში მივედი, ვპასუხობ რომ არა, რადგან გულწრფელი გადაწყვეტილება იყო და მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე

აი ამ ადამიანთან ასოცირება მიტყდება. თან მაგრად. მოახერხა და ბოლომდე გააუპატიურა ყველაფერი რისიც მჯეროდა როდესაც მის პარტიაში მივედი

ამ სტატუსს რაც შეეხება:

1. არ 'დამიგინებია', შევაგინე მტყუანს. და ეგ შეგინება ძალაშია ამ სტატუსთან და მასში ნახსენებ 3 მილიონთან მიმართებაშიც

2. იდეური განსხვავებები შეუძლებელია გქონდეს ადამიანთან, რომელსაც არ გააჩნია ერთი პრინციპიც კი და რომელიც ძალაუფლების გულისთვის მზად არის ყველაფერზე ხელი მოაწეროს, literally ყველაფერზე

3. რისთვის წამოვედი და რა მინდოდა დღეს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია - არსებობს გირჩი და მარტივად შედარებადია დღევანდელ ენმ-თან. საბოლოო გადაწყვეტილება წამოსვლაზე სწორედ ამ ადამიანთან ბოლო შეხვედრისას მივიღე, როდესაც მან მითხრა რომ ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდების შემდეგ აპირებს მიბაძოს ალიევს, ორბანს და ერდოღანს, რადგან სხვანაირად შეუძლებელია ქართველების მართვა

4. პავლე კუბლაშვილი არის ჩემი მეგობარი და ის პერიოდულად მართლა გვეხმარებოდა ფინანსების მოძიებაში. ერთადერთი პირობა რაც მქონდა მასთან და ნებისმიერთან ვინც ფინანსურად დაგვხმარებია იყო გირჩის სრული თავისუფლება. იგივე მაქვს საჯაროდ არაერთხელ ნათქვამი, მათ შორის ივანიშვილის მისამართითაც. ნებისმიერის ფულს ავიღებთ ვინც გარისკავს ჩვენში ფულის ჩადებას და პირობებს არ წაგვიყენებს. სამწუხაროდ ამის ერთი ადგილი ამ ქვეყანაში ძალიან ცოტას აქვს.

5. 'კარგად დაფინანსებას' რაც შეეხება - გირჩს აქვს ერთადერთი ოფისი თბილისში, არ აქვს პარტიული სტრუქტურები და ოფისები რეგიონებში, რომლებშიც ენმ, ისევე როგორც სხვა პარტიები, ბიუჯეტის ფულს ხარჯავენ, არ აქვს სატელევიზიო და ქუჩის რეკლამა რომელიც ძალიან ძვირი ღირს, და გირჩის წევრების ნაწილს აქვს სხვა სამუშაოც, საიდანაც იღებენ შემოსავალს. ბოლო თვეების განმავლობაში ოფისის ქირას, რომელიც ჩვენი მთავარი ხარჯია, იხდის ვახო მეგრელიშვილი ან ბიბლიური თავისუფლება (შემოწირულობებიდან). (ამ გაჭირვებასაც მალე დავამთავრებთ რომ საწუწუნო არ გვქონდეს)

ასე რომ, ბ-ნო პრეზიდენტო, შეგიძლიათ მთაწმინდაზე ახვიდეთ და რიგში ჩადგეთ

პ.ს. ჩემი ფბ მეგობრებიდან ვინც ეს სტატუსი დაალაიქეთ, ანუ დაიჯერეთ რომ მე 3 მილიონი დოლარი მაქვს აღებული, ყველას დაგემშვიდობეთ. გავმდიდრდი და აღარ მევასება თქვენი ყურება.“- წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42