"უშუალოდ სერგეენკო იყო საქმის კურსში, თვალავაძე მისი ფარის ქვეშ მოქმედებდა“ - უფლებადამცველი ჯანდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობას აყენებს
პოლიტიკა - 16:15, 24 Sep, 2018     3132
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს.


თვალაკვაძესთან ერთად, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

ფაქტს უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი გამოეხმაურა და დავით სერგეენკოს პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

მისი თქმით, ყველა იმ უკანონო საქმეზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში უკვე წლებია არსებობს სრულ ინფორმაციას ფლობს მინისტრი დავით სერგეენკო.

თვალაკვაძე ხმაურიან განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს დააკავეს „სერგეენკოს ფარის ქვეშ მოქმედებდა“

"გია თვალავაძე მინიმუმ 15 მუხლით და მინიმუმ 4 წლის წინ უნდა მიეცათ პასუხისგებაში"... გამოვიდეს სერგეენკო და გაგვცეს კითხვებზე პასუხი, მისი ლაქია რატომ არის დღეს დაკავებული და არ არის 4 წლის წინ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული? ნებისმიერი განცხადება, რაც იწერებოდა გარდაცვალების შემთხვევაში სამედიცინო სფეროში ეს იყო უწყებათაშორის გაცვლა-გამოცვლაში ინფორმაციებში, უშუალოდ სერგეენკო იყო საქმის კურსში, რომელიც ფარი იყო გია თვალავაძის. მე დღეს ის არგუმენტები უფრო გამიმყარდა რომ გია თვალავაძე ფულს აგროვებდა როგორც საავადმყოფოდან ასევე სააფთიაქო ქსელებიდან, იმპორტიორი კომპანიებიდან ფულს იღებდა და ალბათ ამ ფულს მოჰყვა ძალიან დიდი აჟიოტაჟი“-ამბობს მუხიგულაშვილი.

უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში გია თვალავაძეს რუხი კარდინალის სახელით მოიხსენიებენ, რადგან უწყებაში ის ბევრ სფეროს განაგებდა.

„ოთხი წლის განმავლობაში ჩემი მხრიდან მათი მხილება მიმდინარეობდა. რა დროსაც გამოიკვეთა ძალიან ბევრი სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ულიცენზიო საავადმყოფოები, კანონდარღვევით მიღებული ლიცენზიები, ექიმებზე მიყიდული სამოღვაწეო ლიცენზიები, ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ურთიერთობა ასევე შავი გარიგებებით.

გია თვალავაძე დღეს იყო ჯანდაცვის სფეროში, დამკვიდრებული ჰქონდა სახელი,როგორც რუხი კარდინალი.ის განაგებდა ყველაფერს. დღეს სუს-მა გია თვალავაძე სამწუხაროდ დააკავა ერთი ბრალდებით, ეგ ადამიანი მინიმუმ, უნდა იყოს 15 ბრალდებით დაკავებული"-ამბობს გიორგი მუხიგულაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42