ვანო მერაბიშვილის ადვოკატების საგანგებო განცხადება - „ვანო მერაბიშვილს აქვს გარე ინტოქსიკაციის ნიშნები“
პოლიტიკა - 16:32, 24 Sep, 2018     1751
მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ როგორც მინიმუმ, მერაბიშვილის მკურნალობა და დიაგნოსტირება წავიდეს მცდარი გზით - ამის შესახებ ნათქვამია ვანო მერაბიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უფლებადამცველები ყოფილი პრემიერის სამოქალაქო მრავალპროფილურ სტაციონარულ დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვენ.

„დღეს, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გვამცნეს, რომ ვანო მერაბიშვილს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ამ ეტაპზე არავითარი მკურნალობა არ უტარდება, რასაც მოწმობს სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან გამოგზავნილი 13 სექტემბრის წერილი.

საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა აგვისტოში დამძიმდა. 15 აგვისტოს მას დაუსვეს რინიტის დიაგნოზი და დაუნიშნეს ნაზონექსით (ცხვირის „სპრეი“) მკურნალობა.

მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 17 აგვისტოს მას დაუსვეს ახალი "დიაგნოზი" - კონიუნქტივიტი და ამჯერად დაუნიშნეს თვალის წვეთებით მკურნალობა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მერაბიშვილის დიაგნოზი ბევრად უფრო მძიმეა და უფრო კომპლექსურ დიაგნოზს და მკურნალობას საჭიროებს, ვიდე ცხვირის „სპრეი“ და თვალის წვეთები და შესაბამისად, არც პირველ და არც მეორე მკურნალობას შედეგი არ გამოუღია. პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ვიზუალურად მოხდა სახის დეფორმირება, ასევე ამას დაერთო სუნთქვის პრობლემები - პაციენტი პრაქტიკულად ვერ სუნთქავს ცხვირით.

12 სექტემბერს პაციენტი კიდევ ერთხელ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც დაუდგინეს ჰორნერის სინდრომი, ადრე აღმოჩენილ დაავადებებთან ერთად. შეგახსენებთ, ჰორნერის სინდრომი გახლავთ სახის ნაწილობრივი დამბლა.

ბოლო დიაგნოსტიკის შემდეგ, 13 სექტემბერს, სასჯელაღსრულების სამინისტრომ გვაცნობა, რომ დამატებითი დაავადების დადგენის შემდეგ, მერაბიშვილი მკურნალობას არ საჭიროებს. ამ დროს, მისი მდგომარეობა განუწყვეტლივ მძიმდება. დღემდე უცნობია, თუ რამ გამოიწვია ჰორნერის სინდრომი და სხვა რა სახის გამწვავება შეიძლება იქონიოს ამ დაავადებამ.

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პაციენტის მდგომარეობა არის უფრო მძიმე ვიდრე ეს ასახულია სასჯელაღსრულების დოკუმენტში და ვანო მერაბიშვილს აქვს გარე ინტოქსიკაციის ნიშნები.

მოვლენათა ეს თანმიმდევრობა იძლევა მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას - მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ როგორც მინიმუმ, მერაბიშვილის მკურნალობა და დიაგნოსტირება წავიდეს მცდარი გზით.

მოვითხოვთ, რომ ვანო მერაბიშვილი სასწრაფო წესით იქნას გადაყვანილი სამოქალაქო მრავალპროფილურ სტაციონარულ დაწესებულებაში და მოგვეცეს სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის დანიშვნის საშუალება“ - ნათქვამია ექპრემიერის უფლებადამცველების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42