"იცოდეთ ბიჭებო, ივანიშვილი ტყუილად არაფერს იძლევა... მერე ძალიან შეგრცხვებათ"- მიხეილ სააკაშვილი "გირჩს" ივანიშვილთან ფინანსურ გარიგებას ახსენებს
პოლიტიკა - 15:59, 24 Sep, 2018     1829

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "გირჩის" ლიდერს პასუხობს და ამბობს, რომ "იდეურ განსხვავებებს" ეგენი 3 მილიონ დოლარს უწოდებენ". სააკაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს აფრთხილებს და მათი მისამართით წერს, რომ "ივანიშვილი ტყუილად არაფერს იძლევა".

"ზურა ჯაფარიძეს დაუგინებია ფულის გამო კი არა,სააკაშვილთან იდეური შეუთავსებლობის გამო წავედი ნაციონალური მოძრაობიდანო.

კაცი იყო პოლიტიკური მდივანი, ე.ი თავად განსაზღვრავდა პოლიტიკურ კურსს და ერთხელ ვინმეს გაგიგიათ, რომ ოდესმე რაიმე ჩემგან განსხვავებული ეთქვას, ან კენჭისყრაზე მაინც დაეყენებინა რამე საკითხი მანამ,სანამ პარტიიდან გასვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებდა? ამის ახსნა, სამწუხაროდ, ძალიან მარტივი და ბანალურია-პალიკო კუბლაშვილმა ჩაატარა მოლაპარაკებები, ხოლო სპონსორად და რამდენიმე მილიონის წყაროდ ივანიშვილის მითითებით მოევლინათ ზესტაფონის წიდის ერთერთი მფლობელი. რომელსაც მანამდე არ აძლევდნენ წილის გატანის უფლებას,სანამ პოლიტიკას კარგად დაფინანსებული "გირჩი" არ მოევლინა.

"იდეურ განსხვავებებს" ეგენი 3 მილიონ დოლარს უწოდებენ. ოღონდ, იცოდეთ ბიჭებო, ივანიშვილი ტყუილად არაფერს იძლევა და ესეც საგანგებოდ დოკუმენტირებული აქვს და როგორც მანაფორტის საქმეზე გახდა ყველაფერი ცნობილი უკრაინაში,ზუსტად ასევე სულ მალე დოკუმენტურად დადასტურდება ეს ფაქტები საქართველოშიც და მერე ძალიან შეგრცხვებათ"- წერს სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42