ნათელაშვილი ვარაუდობს, რომ მმართველი გუნდი „იბერიას“ საქმეს შეეწირება.
„ისე ვითარება პროცესები, ვფიქრობ, „იბერიას“ სკანდალი შეიწირავს ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც ისედაც განწირულია დღევანდელობის და ისტორიის მიერ თავისი დანაშაულებრივი, ნარკობარონული, კორუმპირებული, ყაჩაღური პოლიტიკისა და საქმიანობის გამო და იმას, რასაც ვისმენთ ამ სერიალებში, არის ამ საქმიანობის ლუსტრაცია,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„კურიერმა“ კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესაუბრება.
აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს.
მასალის გამოყენების პირობები






