ჩხეიძე ვარაუდობს, რომ მალე მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით საუბარს სხვა ბიზნესმენებიც დაიწყებენ.
„ყველაფერი ის რასაც ჩვენ ახლა ტელევიზიიდან ვისმენთ და ყველაფერი ის რასაც კულუარებიდან ვისმენდით დეპუტატები ეს არახალია, რომ ქვეყანაში არის ტოტალური კორუფცია. ქვეყანაში არის სამოხელეო კორუფცია და სწორედ ამის დამადასტურებელი ბევრი, რაც ალბათ ნელა- ნელა გამომზეურდება არა მხოლოდ ამ ჩანაწერებიდან რაც ახლა ეთერში გადის. არამედ ნელ- ნელა ალბათ სხვა კომპანიებიც და სხვა ბიზნესმენებიც ამას იტყვიან და თუ არ იტყვიან მაინც გამოჩნდება. იმიტომ, რომ ძალიან კულმინაციაშია უკვე მისული ის კორუფციული მორევი, რითაც ქვეყანას მართავს დღევანდელი მთავრობა. რასაც ყველანი ვისმენთ ძალიან ნათლად გვესმის ის, რომ სად მიდიოდა- პარტიაში. და ეს პარტია არ არის არანაირი სხვა პარტია გარდა "ოცნებისა". ეს ძალიან ადვილი მისახვედრია,“-განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






