„ძალიან შევშფოთდი. ხშირად დავდივარ ვანოსთან, რამდენიმე წელია და წუწუნი ან ჯანმრთელობაზე ლაპარაკი მას საერთოდ არ სჩვევია. მე რაც გუშინ მოვისმინე, ფაქტობრივად ყველაფერი გაიმეორა და დაადასტურა. თქვა, რომ ნამდვილად ასეა. თვალს რაც შეეხება, ნამდვილად ჩაწეული აქვს. გუშინ გადაჭარბებულად კი თქვეს, ვერ იცნობო. იცნობ ნამდვილად, მაგრამ თვალი ჩაწეული აქვს. მარჯვენა თვალი აქვს უკან ჩაწეული. თავად თქვა, არ ვიცი ეს ჰორნერის სინდრომი რას ნიშნავსო... გამომწვევი მიზეზები სავარაუდოდ შეიძლება იყოს სიმსივნე. ეს ფილტვი შეიძლება იყოს. შეიძლება ტვინში იყოს რაღაც, მაგრამ არ ჩანს. თავად ამბობს, რომ დიაგნოზი ვერ დაუდგინეს. მეორე მიზეზი შესაძლოა, ინტოქსიკაცია იყოს. თვითონ ციხეში ძალიან კარგად ექცევიან. მთავარი აქ სხვა რამეა. თავად ღირსეულად იქცევა ციხეში. სულ ვსაუბრობთ და ერთხელ მომიყვა, რიჩარდ ლომგული როგორ იყო ციხეში. ასე რომ ვგრძნობ, მომწამლესო, ასეთი რამე არ არის. გეუბნებით, სამედიცინო ჩვენების მიხედვით გამორიცხული არ არის ინტოქსიკაცია. ასე არ არის ლაპარაკი, რომ ვინმეს შეიძლებოდა მოეწამლა. ამაზე არ არის ლაპარაკი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილს პირობით ვადაზე გათავისუფლება, ე.წ. უდო-ც ეხება. მეუფე ნიკოლოზი გამოკვლევებისთვის ვანო მერაბიშვილის უცხოეთში გაგზავნის შესაძლებლობაზე საუბრობს.
„მე ამდენი წელია, ვერ გავიგე, რატომ ზის ციხეში, დადგენილი არ არის. გარდა ამისა, პოლიტიკური პატიმარია, რადგან მე-18 მუხლით ექვსი ადამიანი გამართლდა მთელ დედამიწაზე სტრასბურგის მიერ. მე მაინტერესებს, ეს პატიმარი სიკვდილმისჯილია? თუ საქართველოში ვერ დგება დიაგნოზი, ფაქტია ვერ დაადგინეს, სიმპტომებიც არის, ფაქტია, უდოც დიდი ხანია ეხება, არ შეიძლება გაიგზავნოს უცხოეთში? დავადგინოთ. მე ვიყავი ორი-სამი კვირის წინ და ავადმყოფობაზე სიტყვა არ დასცდენია. გამოვკიხზე და ამბობს, რომ მკურნალობას არ აქვს შედეგი. ადრე ყოჩაღად იყო და სპორტულად, ახლა დავუკვირდი, თვალი დაპატარავებული აქვს, ფერი დაკარგული, მაგრამ ისე არ არის, ვერ იცნოთ“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
მასალის გამოყენების პირობები






