იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს საბჭოს ერთ-ერთ მოსამართლეზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება კახაბერ ხარჩიძის და თამარ ხაჭაპურიძის საქმეს, სადაც მიქაუტაძე დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებს. ამის შესახებ ჯანეზაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
„რაც შეეხება უკვე კონკრეტულ საკითხს, კახაბერ ხარჩიძის და თამარ ხაჭაპურიძის მიმართ, საქმეზე, სადაც ფიგურირებს გიორგი მიქაუტაძე, სადაც ის არის დაზარალებულის სტატუსით დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა, 2018 წლის 23 ივლისს გამოიტანა მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი... შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კიკილაშვილი ახლავთ ის მოსამართლე, რომელიც კონკურსში მონაწილეობდა მიმდინარე წელს, ის თებერვალში დაინიშნა უვადო მოსამართლედ და აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ის, რომ ხვიჩა კიკილაშვილის გასაუბრებას ესწრებოდა გიორგი მიქაუტაძე. ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე მონაწილეობს მოსამართლეთა მიმდინარე კონკურსში. მას მოსამართლის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება 2022 წელს. ქედან გამომდინარე, ცხადი არის, რომ ის არ ელოდება აღნიშნული ვადის ამოწურვას, ცდილობს, რომ გამოიყენოს მისი ესოდენ გავლენიანი სტატუსი და მდგომარეობა," - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






