„გვიჩნდება კითხვები... გვითხრეს, რომ ჰონორის სინდრომი შეიძლება გამოწვეული იყოს სიმსივნით“ - მერაბიშვილის ადვოკატი ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზის დადგენას ითხოვს
პოზიცია - 13:17, 24 Sep, 2018     1963
ვანო მერაბიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული განცხადება, სადაც ყოფილი პრემიერის დიაგნოზზეა საუბარი, კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს არჩენს.

გიორგი ჩივიაშვილი ირწმუნება, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის პრობლების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დადგენილი არ არის.

"აბსოლუტურად არ შეესაბამება ეს განცხადება სიმართლეს და ეს თავად მათ განცხადებაშივეა ნათქვამი. მათ გვითხრეს, რომ არის ჰორნერის სინდრომი, სპეციალისტებს როდესაც ვკითხეთ რას ნიშნავს ჰორნერის სინდრომი, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თავის სიმსივნით, ფილტვის ან ხერხემლის ტვინის სიმსივნით. ჩვენ ისინი უბრალოდ გვეუბნებიან, რომ არის ჰორნერის სინდრომი და არის რინიტი, მაგრამ აი, ეს ჰორნერის სინდრომი რით არის გამოწვეული, პასუხი არ არსებობს. აღმოჩნდა, რომ ორი თვის წინ, როცა გვეუბნებოდნენ რომ მას სჭირს თვალის გარსის ანთება, აღმოჩნდა, რომ ეს არ ყოფილა ასე. ყოფილა თურმე ჰორნერის სინდრომი, რომლის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ გვაქვს.

უფრო მეტი კითხვები გაგვიჩნდა, იმიტომ რომ თავის თავთან წინააღმდეგობაში მოდიან. როგორ ორი თვის წინ სხვა დიაგნოზი იყო, თვენახევრის წინ სხვა დიაგნოზი იყო და ახლა სხვა დიაგნოზია?

ბუნებრივია, ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობების, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გამოკვლევა, დავაკვირდებით რა იქნება სწორი დიაგნოზი და როგორ მოხდება მისი მკურნალობა,“-ამბობს ჩივიაშვილი.

პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. ​ უწყების ცნობით, მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყოფილ პრემიერს ვაზო-მოტოვრული რინიტი და ჰორნერის სინდრომი აქვს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42