სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლოცვის დასრულების შედმდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტის განხილვის შეჩერებას შეეხო. ილია მეორე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ეკლესიის მესვეურების თხოვნის საფუძველზე მიიღო და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული კანონპროექტი არც მომავალში იქნება მიღებული.
„თქვენ იცით, ბოლო დროს მღელვარება იყო ჩვენს ერში იმ კანონის გამო, რომელიც მარიხუანას ეხება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნარკოტიკი და მათ შორის მარიხუანა დამღუპველია ადამიანისთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საშიშია ჩვენი ახალგაზრდობისთვის და მომავლისთვის. ჩვენ ვთხოვეთ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, რომ გაწვეული იყოს ეს კანონი მარიხუანას კულტივაციისა და არ იყოს ეს მიღებული. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, რომ მომავალშიც არ იქნება მიღებული. იმედია, მშვიდობა დაისადგურებს საქართველოში და ჩვენი ოჯახები დამშვიდდება,“-განაცხადა ილია მეორემ
მასალის გამოყენების პირობები